საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „გეხაზი“
  • გეხაზი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გეხაზი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გეხაზი სიხარბემ დაღუპა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • გოგონა დაეხმარა მხედართმთავარს
    ბიბლიური მოთხრობები
  • ელისე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოვას ცეცხლოვანი ჯარი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „გეხაზი“

გეხაზი

წინასწარმეტყველი ელისეს მსახური.

როცა ელისე ფიქრობდა, რით შეეძლოთ სტუმართმოყვარე შუნამელი ქალისთვის მადლობა გადაეხადათ, გეხაზიმ წინასწარმეტყველს ყურადღება გაუმახვილა იმაზე, რომ ქალი უშვილო იყო, მისი ქმარი კი — მოხუცი. ელისე დაჰპირდა ქალს, რომ ღმერთი ვაჟით აკურთხებდა. გავიდა წლები. სასწაულის წყალობით დაბადებული ბავშვი ავად გახდა და მოკვდა. მაშინ შუნამელი ქალი მივიდა ელისესთან ქარმელის მთაზე და ფეხებში ჩაუვარდა. გეხაზის უნდოდა, მოეცილებინა ის, მაგრამ ელისემ უთხრა, თავი დაენებებინა ქალისთვის. როგორც კი შუნამელმა თავისი სათქმელი დაამთავრა, ელისემ ბავშვთან გეხაზი გაუშვა, თავად კი ბავშვის დედასთან ერთად უკან გაჰყვა. გზად უკან მობრუნებული გეხაზი შემოხვდათ და თქვა, რომ ელისეს ჯოხი ყმაწვილს სახეზე დაადო, მაგრამ ყმაწვილმა არ გაიღვიძა. ადგილზე მისულმა ელისემ მკვდრეთით აღადგინა შუნამელის ვაჟი (2მფ. 4:12—37).

მოგვიანებით ელისემ შუნამელ ქალს ურჩია, სახლეულობასთან ერთად სადმე გახიზნულიყო, რადგან შვიდწლიანი შიმშილობა დაიწყებოდა. შიმშილობის დამთავრების შემდეგ ქალი ფილისტიმელთა მიწიდან ისრაელში დაბრუნდა და მეფესთან მივიდა თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად. სწორედ ამ დროს გეხაზი მეფეს უყვებოდა, როგორ გააცოცხლა ელისემ ამ ქალის ვაჟი. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი უშუალოდ შუნამელისგან მოისმინა, მეფემ ბრძანა, მისთვის მთელი ქონება დაებრუნებინათ და მისი ხიზნობის დროს მოწეული მოსავალიც მიეცათ (2მფ. 8:1—6).

სიხარბე გეხაზისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. როცა სირიელი ნაამანის კეთრისგან განკურნების შემდეგ ელისემ უარი თქვა მისგან საჩუქრის აღებაზე (2მფ. 5:14—16), გეხაზი დახარბდა ამ საჩუქარს და დაასკვნა, რომ მისი აღება სავსებით მართებული იქნებოდა. ის გაეკიდა ნაამანს და ელისეს სახელით ერთი ტალანტი ვერცხლი ($6 606-ის ღირებულების) და ორი ხელი ტანსაცმელი სთხოვა, ვითომ ეფრემის მთიანი მხარიდან ახლახან ჩასული ორი ყმაწვილისთვის, წინასწარმეტყველთა ძეებისთვის უნდოდა მიეცა. ნაამანმა მხოლოდ ერთი კი არა, ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი მისცა სიხარულით და თავის ორ მსახურს დაავალა მათი წაღება. გეხაზიმ ოფელში გამოართვა საჩუქარი მსახურებს და გაუშვა ისინი. ყველაფერი თავის სახლში დააწყო და ელისესთან ხელცარიელი მივიდა. როცა ელისემ ჰკითხა, საიდან მოდიხარო, არ აღიარა, რომ სხვაგან იყო წასული. ამის გამო ის კეთრით დაავადდა. გარდა იმისა, რომ მასსა და მის შთამომავლებს კეთრი შეეყარათ, სიხარბემ და სიცრუემ მას ელისეს მსახურად ყოფნის პატივი დააკარგვინა (2მფ. 5:20—27).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება