გერშონი
[შეხიზნული]
პირველი მოიხსენიება ლევის სამ ვაჟს შორის. მის შთამომავლებს „გერშონელები“ და „გერშონის ვაჟები“ ეწოდებოდათ (გმ. 6:16; რც. 3:17, 21; 7:7; 26:57; იეს. 21:6, 27; 1მტ. 6:1; 23:6). მას გერშომსაც უწოდებდნენ (1მტ. 6:16, 17, 20, 43, 62, 71; 15:7). გერშონის ვაჟები იყვნენ ლიბნი (როგორც ჩანს, 1მტ. 23:7-სა და 26:21-ში მოხსენიებულია ლადანად) და შიმეი (გმ. 6:17; რც. 3:18; 1მტ. 6:17, 20).