საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მორჩენილი მოსავალი“
  • მორჩენილი მოსავალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მორჩენილი მოსავალი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • „როგორ მიყვარს შენი კანონი!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • რუთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რუთი (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მორჩენილი მოსავალი“

მორჩენილი მოსავალი

რთვლის ან მკის შემდეგ ვენახსა და ყანაში ნებსით თუ უნებლიეთ დატოვებული მოსავალი. ღვთის კანონის თანახმად, ისრაელებს სრულად არ უნდა მოემკათ თავიანთი მინდვრის ნაპირები, ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ აღარ უნდა მიბრუნებოდნენ ტოტებს და არ უნდა მოემცვრიათ ვენახი. ძნაც რომ დარჩენოდათ ყანაში, აღარ უნდა წამოეღოთ. ღვთის კანონი ღარიბებს, საწყლებს, ხიზნებსა და ქვრივ-ობლებს მორჩენილი მოსავლის შეგროვების უფლებას აძლევდა (ლვ. 19:9, 10; კნ. 24:19—21).

რუთის ისტორია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ითვალისწინებდნენ ისრაელში ღვთის მზრუნველობის დამადასტურებელ ამ კანონს. მართალია, რუთს უფლება ჰქონდა, მორჩენილი მოსავალი მოეგროვებინა, მაგრამ მან ჯერ ნებართვა სთხოვა მომკელების მეთვალყურეს. როგორც ჩანს, მორჩენილი მოსავლის აღებამდე ნებართვას ითხოვდნენ. რუთს თბილად შეხვდნენ. ბოაზმა მომკელებს ისიც კი უბრძანა, რომ ძნებიდანაც ამოეძროთ თავთავები და რუთისთვის დაეტოვებინათ. მართალია, ამან რუთს საქმე გაუადვილა, მაგრამ მისი მხრიდან ძალისხმევა მაინც მოითხოვებოდა. იგი დილიდან საღამომდე ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ბოაზის მომკელებს და მხოლოდ ცოტა ხნით თუ ჩამოჯდებოდა ქოხში საჭმელად (რთ. 2:5—7, 14—17).

ღარიბებისთვის გათვალისწინებული ღვთის ეს კანონი ხელგაშლილობასა და უანგარობას ასწავლიდა ხალხს და იმის ნდობას უნერგავდა, რომ იეჰოვა კურთხევებს არ მოაკლებდა მათ. ეს კანონი გაზარმაცების საშუალებასაც არავის აძლევდა. ამიტომ გასაგებია, რატომ ამბობდა დავითი: „არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფს. 37:25). თუ კანონით გათვალისწინებული ამ შეღავათით ისარგებლებდნენ და გაირჯებოდნენ, არც ღარიბები დარჩებოდნენ მშივრები და არც მათ შვილებს მოუწევდათ ლუკმაპურის თხოვნა.

გადატანითი მნიშვნელობით. ეფრემელებს, რომლებმაც გედეონს ბრალი დასდეს იმაში, რომ მიდიანთან ბრძოლის დასაწყისშივე არ მოუხმო მათ, გედეონმა ასეთი პასუხი გასცა: „ეფრემის ნამცვრევი არა სჯობს აბი-ეზერის [გედეონი ამ საგვარეულოდან იყო] რთველს?“. შემდეგ გედეონმა თავად ახსნა ამ სიტყვების მნიშვნელობა და თქვა, რომ ეფრემელების მიერ მიდიანელთა მთავრების, ორებისა და ზეების, დატყვევება უფრო დიდი მიღწევა იყო (მიუხედავად იმისა, რომ ეს მთავარი ბრძოლის შემდეგ მოხდა), ვიდრე ის, რაც თავად გააკეთა (მსჯ. 8:1—3; 6:11). იეჰოვას განაჩენის აღსრულების შემდეგ დარჩენილები რთვლის შემდეგ მომცვრეულებთან არიან შედარებული. გახრწნილ ხალხს შორის დარჩენილ ღვთის ერთგულ ადამიანებს მიქა „მომცვრეულ ყურძენს“ უწოდებს (ეს. 24:13; მქ. 7:1—8, 18; შდრ. იერ. 6:9; 49:9, 10).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება