საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სიკარგე“
  • სიკარგე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიკარგე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვა — კარგი თვისებების სწორუპოვარი მაგალითი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • ყოველივე კარგი — როგორ განვივითაროთ ეს თვისება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • „განუზომელია მისი სიკეთე“
    დაუახლოვდი იეჰოვას
  • ნუ შეწყვეტთ კარგის კეთებას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სიკარგე“

სიკარგე

კარგის თვისება; მაღალზნეობრიობა; უბიწობა. ის ყველანაირად გამორიცხავს უარყოფითს, ცუდს, უვარგისს. ეს დადებითი თვისება სხვებისთვის კარგის კეთებაში ვლინდება. ბიბლიაში ებრაული სიტყვა ტოვ და ბერძნული სიტყვა აგათოს, ძირითადად, ნათარგმნია როგორც „კარგი“. ქართულ „ახალ ქვეყნიერების თარგმანში“ ეს სიტყვები კონტექსტიდან გამომდინარე სიკეთედაც ითარგმნა. ბერძნული სიტყვა აგათოს, უმეტესწილად, გამოიყენება ისეთ კონტექსტებში, სადაც ზნეობაზე ან ღვთის თაყვანისცემაზეა საუბარი.

როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას. იეჰოვა ღმერთი სრულყოფილად კარგია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კარგია და მართალია იეჰოვა“ (ფს. 25:8); მასში აგრეთვე ნათქვამია: „რაოდენ კარგია ის!“ (ზქ. 9:17). იესო ქრისტეც გამოირჩეოდა მაღალზნეობრიობით, მაგრამ მისთვის მიუღებელი იყო, რომ სიტყვა „კარგი“, როგორც ტიტული, გამოეყენებინათ მისი მისამართით. ამიტომ კაცს, რომელმაც მას კარგი მოძღვარი უწოდა, ასეთი რამ უთხრა: „რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (მრ. 10:17, 18). ამგვარად მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვაა სიკარგის ეტალონი.

ერთხელ, როცა მოსემ ღმერთს სთხოვა, ეჩვენებინა თავისი დიდება, იეჰოვამ უთხრა: „ჩამოვატარებ შენ წინაშე ჩემს კარგ თვისებებს და შენ წინაშე გამოვაცხადებ იეჰოვას სახელს“. იეჰოვამ არ დაანახვა მოსეს თავისი სახე, მაგრამ როცა ჩაუარა (რაც, როგორც ჩანს, ანგელოზის მეშვეობით გააკეთა [სქ. 7:53]), მოსეს გამოუცხადა: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას, თუმცა დასასჯელს დაუსჯელად არ ტოვებს“ (გმ. 33:18, 19, 22; 34:6, 7).

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ სიკარგე გულმოწყალებას, სიკეთესა და ჭეშმარიტებასაც უკავშირდება; არ იწყნარებს ბოროტებას და მასთან არაფერი აქვს საერთო. დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა კარგი იყო და ამიტომ სთხოვდა მას ცოდვების პატიებას (ფს. 25:7). იეჰოვას სიკარგე და სიყვარული იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ მან თავისი ძე გაიღო მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. ამგვარად ღმერთს შეუძლია დაეხმაროს მათ, ვისაც სწადია აკეთოს ის, რაც ჭეშმარიტად კარგია. გარდა ამისა, მან დაგმო ბოროტება და შესაძლებელი გახადა, რომ სამართლიანობასა და სიმართლეს ეზეიმა (რმ. 3:23—26).

სულის ნაყოფია. „ყოველივე კარგი“ წმინდა სულისა და ღვთის სიტყვიდან მომდინარე სინათლის ნაყოფია (გლ. 5:22; ეფ. 5:9). ყველა ქრისტიანი უნდა ისწრაფოდეს, ყოველთვის კარგი იყოს, რაშიც მას იეჰოვას მითითებების მორჩილება დაეხმარება. სიკარგე დაბადებიდან არავის დაჰყოლია (რმ. 7:18). ფსალმუნმომღერალმა ღმერთს, ყოველივე კარგის წყაროს, ასე მიმართა: „მასწავლე ყოველივე კარგი, გონიერება და მომეცი ცოდნა, რადგან ვირწმუნე შენი მცნებები ... კარგი ხარ და კარგს აკეთებ. მასწავლე შენი წესები“ (ფს. 119:66, 68).

სხვების სასიკეთოდ გამოვლენილი. სიკარგეში სხვებისთვის კარგის კეთებაც იგულისხმება. იეჰოვას სურს, კარგი გაუკეთოს თავის ხალხს, როგორც ეს თესალონიკელი ქრისტიანებისთვის აღვლენილი პავლეს ლოცვიდან გამოჩნდა: „ვლოცულობთ ყოველთვის თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა მოწოდების ღირსად ჩაგთვალოთ და თავისი ნებისამებრ სრულად გააკეთოს ყველაფერი, რაც კარგია, და დაასრულოს თქვენი რწმენის საქმე თავისი ძალით“ (2თს. 1:11). ღმერთზე მინდობილმა მრავალმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რამდენად კარგია იეჰოვა (1მფ. 8:66; ფს. 31:19; ეს. 63:7; იერ. 31:12, 14). უფრო მეტიც, „კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფს. 145:9). ღმერთი კარგს აკეთებს ყველასთვის, რათა მათ მისი მსახურების სურვილი აღუძრას და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცეს. მსგავსად ამისა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი კარგი საქმეებით სხვების კეთილდღეობას მოემსახუროს (იგ. 11:10).

ქრისტიანებს, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან და ჰბაძავენ, ბიბლია ურჩევს, დარწმუნდნენ, რა არის მათთვის ღვთის კარგი და სრულყოფილი ნება (რმ. 12:2), მიეკრან სიკეთეს (რმ. 12:9), კარგი აკეთონ (რმ. 2:10; 13:3), ისწრაფონ კარგის კეთებისკენ (1თს. 5:15), იყვნენ კარგის მოშურნეები (1პტ. 3:13), მიჰბაძონ კარგს (3ინ. 11) და სიკეთით სძლიონ ბოროტებას (რმ. 12:21). სიკეთე განსაკუთრებით მათ უნდა გაუკეთონ, ვისთანაც ქრისტიანული რწმენა აერთიანებთ. რა თქმა უნდა, ეს სხვებისთვის სიკეთის კეთებას არ გამორიცხავს (გლ. 6:10).

მონათესავე სიტყვა. ბერძნულ წერილებში აგათოსის გარდა კარგის აღმნიშვნელი სხვა სიტყვაც გამოიყენება, კერძოდ, კალოს. ეს სიტყვა მიუთითებს ისეთ რამეზე, რაც თავისთავად, არსებითად კარგი, ლამაზი, თავისი გარემოსა და დანიშნულების შესაფერისი (მაგალითად, კარგი მიწა ან ნიადაგი; მთ. 13:8, 23) და ხარისხიანია. ეს სიტყვა იმის აღსანიშნავადაც გამოიყენება, რაც ეთიკური თვალსაზრისით კარგი, სწორი ან პატივსაცემია (მაგალითად, ღვთის სახელი; იაკ. 2:7). თავისი მნიშვნელობით ის ძალიან ახლოს დგას სიტყვა „კარგთან“, მაგრამ აგრეთვე ითარგმნება როგორც „სწორი“ და „პატიოსანი“ (მთ. 3:10; იაკ. 4:17; ებ. 13:18).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება