საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მთავრობა“
  • მთავრობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მთავრობა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ღმერთი და კეისარი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • წუთისოფელში, მაგრამ არა წუთისოფლისანი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მმართველი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიური თემები საუბრებისთვის
    ბიბლიური თემები საუბრებისთვის
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მთავრობა“

მთავრობა

აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს თემს, საზოგადოებასა თუ სახელმწიფოს და ზღუდავს მასზე დაქვემდებარებულთა ქმედებებს. იგი შეიძლება იყოს ძალაუფლებით აღჭურვილი ცალკეული პირი, ადამიანთა ჯგუფი თუ ერთი ან რამდენიმე ორგანიზაცია.

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სხვადასხვა ფორმით გამოყენებული სიტყვა არქე ითარგმნა როგორც „გამგებლობა“, „მმართველობა“, „მთავრობა“, „უფროსობა“ (სსგ, აფ, კს, აქ). ზოგ თარგმანში „მთავრობად“ ითარგმნა სიტყვები კიბერნესის და კირიოტეს, რომელთა უფრო ზუსტი მნიშნვნელობაა მართვა და ბატონობა. ებრაული წერილების ზოგ თარგმანში სიტყვა მემშალაჰ (აქ-ში „სამფლობელო“) გადმოტანილია როგორც „მთავრობა“ (ეს. 22:21). იმავეს თქმა შეიძლება სიტყვაზე მისრაჰ (აქ-ში „ხელმწიფობა“) (ეს. 9:6).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არსებობს უხილავი მთავრობები: ღვთის მიერ დამყარებული მთავრობები (ეფ. 3:10) და სატანისა და დემონების მიერ დამყარებული ბოროტი მთავრობები (ეფ. 6:12). იესო ქრისტემ ღვთის დავალებით დააფუძნა ყველა სამართლიანი, ხილული თუ უხილავი, მთავრობა და ძალაუფლება (კლ. 1:15, 15). იესოს მამამ, იეჰოვამ, ის ყველა მმართველობის თავად დაადგინა (კლ. 2:8—10). ის იმმართველებს მანამ, სანამ ბოლოს მოუღებს ხილულ თუ უხილავ მოწინააღმდეგე მმართველობებს (1კრ. 15:24). მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ დამყარდებოდა მთავრობა, რომლის სათავეშიც ქრისტე იქნებოდა (ეფ. 1:19—21).

ადამიანური მთავრობები. ბიბლიაში ადამიანური მთავრობები მხეცებთან არიან შედარებული. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ისინი ძალაუფლებას დრაკონისგან, სატანა ეშმაკისგან იღებენ. ღმერთი მათ არსებობის ნებას აძლევს, თუმცა თავისი განზრახვისამებრ მათ ძალაუფლებასა და მმართველობის ხანგრძლივობას ზღუდავს (დნ. თ-ები 7, 8; გმც. თ–ები 13, 17; დნ. 4:25, 35; ინ. 19:11; სქ. 17:26; 2კრ. 4:3, 4; იხ. მხეცები, სიმბოლური).

ქრისტიანები და მთავრობები. იესო ქრისტე და ადრინდელი ქრისტიანები არ ერეოდნენ იმდროიდელი მთავრობების საქმიანობაში (ინ. 6:15; 17:16; 18:36; იაკ. 1:27; 4:4). ისინი აცნობიერებდნენ, რომ საზოგადოების არსებობისთვის საჭირო იყო მმართველობის ესა თუ ის ფორმა, და არასდროს აქეზებდნენ ხალხს ამბოხებისა თუ საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობისკენ (რმ. 13:1—7; ტიტ. 3:1). იესომ სახელმძღვანელო პრინციპი დაუდგინა ღვთის ყველა ჭეშმარიტ თაყვთანისმცემელს: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მთ. 22:21). ეს პრინციპი ეხმარებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს (და ზოგადად ნებისმიერ ეპოქაში მცხოვრებ ქრისტიანებს), სწორი თვალსაზრისი ჰქონოდათ ადამიანური თუ ღვთიური ხელისუფლებების მიმართ. იესომ აჩვენა, რა იყო მისი (შესაბამისად, მისი მოწაფეების) პოზიცია დედამიწაზე ყოფნისას: იგი არ უპირისპირდებოდა ადამიანურ მთავრობებს, პირიქით, ემორჩილებოდა მათ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ღვთის კანონს არ დაარღვევინებდა. ამ ფაქტზე პილატეს სიტყვებიც მოწმობს: „ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“ (ინ. 18:38). იესოს მაგალითს მოციქულებიც მიჰყვებოდნენ (სქ. 4:19, 20; 5:29; 24:16; 25:10, 11, 18, 19, 25; 26:31, 32; იხ. სამეფო; უმაღლესი ხელისუფალნი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება