საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „აბაკუმი (ბიბლიის წიგნი)“
  • აბაკუმი (ბიბლიის წიგნი)

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აბაკუმი (ბიბლიის წიგნი)
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის წიგნი 35 — აბაკუმი
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • კიდევ რამდენ ხანს იარსებებენ ბოროტები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • მიენდე იეჰოვას და იცოცხლე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • იხარეთ ღმერთში, ჩვენს მხსნელში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „აბაკუმი (ბიბლიის წიგნი)“

ᲐᲑᲐᲙᲣᲛᲘ (ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲘ)

ებრაული წერილების ერთ-ერთი წიგნი, რომელიც ებრაულ ხელნაწერებსა და სეპტუაგინტაში, აგრეთვე ქართულ ბიბლიებში, ე. წ. მცირე წინასწარმეტყველებს შორის რიგით მერვეა. ის შედგება ორი ნაწილისგან: 1) ავტორსა და იეჰოვას შორის დიალოგი (თ-ები 1, 2) და 2) სამგლოვიარო სიმღერებით წარმოთქმული ლოცვა (თ. 3).

დამწერი. ავტორის ვინაობას თავად წიგნი გვიმხელს. „წინასწარმეტყველი აბაკუმი“ წიგნის ორივე ნაწილის დამწერად არის მოხსენიებული (1:1; 3:1; იხ. ᲐᲑᲐᲙᲣᲛᲘ).

კანონიკურობა. წიგნ „აბაკუმის“ კანონიკურობას ადასტურებს ებრაული წერილების უძველესი კატალოგები. მართალია, იქ წიგნის სახელი არ წერია, მაგრამ აშკარაა, რომ მათში მოხსენიებულ თორმეტ მცირე წინასწარმეტყველში ისიც იგულისხმება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რიცხვი 12 აღარ იქნებოდა. წიგნის კანონიკურობას ცალსახად ადასტურებს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამ წიგნიდან მოყვანილი ციტატები. ურწმუნო იუდეველებთან საუბრისას პავლემ ციტატა მოიყვანა აბაკუმის 1:5-დან (LXX), თუმცა წიგნი არ დაუსახელებია (სქ. 13:40, 41). მან აბაკუმის 2:4-დანაც მოიყვანა ციტატა („მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს“), როცა ქრისტიანებს რწმენის გამოვლენისკენ მოუწოდა (რმ. 1:16, 17; გლ. 3:11; ებ. 10:38, 39).

მკვდარი ზღვის ხელნაწერებს შორის აღმოაჩინეს წიგნ „აბაკუმის“ (თ-ები 1, 2) პრემასორული ებრაული ტექსტი დანართით. აღსანიშნავია, რომ ძირითად ტექსტში იეჰოვას სახელი ძველებრაული ასოებით წერია, დანართში კი მის ნაცვლად გამოყენებულია ებრაული სიტყვა ʼელ, რაც ღმერთს ნიშნავს.

მეცნიერები ამ ხელნაწერს ძვ. წ. პირველი საუკუნის მიწურულით ათარიღებენ. ამგვარად, ის არის წიგნ „აბაკუმის“ ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ძველი ებრაული ხელნაწერი. ამ ხელნაწერში, აბაკუმის 1:6-ში წერია სიტყვა „ქალდეველები“, რაც მასორული ტექსტის სიზუსტეს ადასტურებს და ცხადყოფს, რომ სწორედ ქალდეველებს (ბაბილონელები) გამოიყენებდა იეჰოვა თავისი განზრახვის შესასრულებლად.

დაწერის დრო და ისტორიული ფონი. გამოთქმა „იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია“ (აბკ. 2:20) და აბაკუმის 3:19-ის შემდეგ გაკეთებული მითითება („ხელმძღვანელს. ჩემი სიმებიანი საკრავების თანხლებით“) იმაზე მიანიშნებს, რომ აბაკუმი წინასწარმეტყველებდა ძვ. წ. 607 წელს სოლომონის მიერ იერუსალიმში აგებული ტაძრის განადგურებამდე. აგრეთვე იეჰოვას განაცხადიდან „აღვძრავ ქალდეველებს“ (1:6) და ზოგადად წიგნის არსიდან ჩანს, რომ ქალდეველებს, იგივე ბაბილონელებს, ჯერ კიდევ არ გაეპარტახებინათ იერუსალიმი. თუმცა აბაკუმის 1:17 შესაძლოა იმაზე მიანიშნებს, რომ მათ უკვე დაამარცხეს ზოგიერთი ერი. იუდას კარგი მეფის, იოშიას მეფობის დროს (ძვ. წ. 659—629) ქალდეველებმა და მიდიელებმა ნინევე აიღეს (ძვ. წ. 632) (ნამ. 3:7). ამგვარად, ბაბილონი ამ პერიოდში უკვე ემზადებოდა, რომ მსოფლიო იმპერია გამხდარიყო.

ზოგი ეთანხმება რაბინთა ტრადიციას და მიიჩნევს, რომ აბაკუმი უფრო ადრე, იუდას მეფე მენაშეს მმართველობის დროს წინასწარმეტყველებდა. ისინი ფიქრობენ, რომ აბაკუმი იმ წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც 2 მეფეების 21:10-სა და 2 მატიანის 33:10-ში არიან მოხსენიებულნი ან ნაგულისხმევი. მათი აზრით, ბაბილონელები ჯერ კიდევ არ წარმოადგენდნენ საფრთხეს და ეს კიდევ უფრო დაუჯერებელს ხდიდა იუდეველებისთვის აბაკუმის წინასწარმეტყველებას (იხ. აბკ. 1:5, 6).

მეორე მხრივ, იეჰოაკიმის მმართველობის დასაწყისში იუდა ეგვიპტის გავლენის ქვეშ იყო (2მფ. 23:34, 35). ამ დროსაც რომ აღეძრა ღმერთს ქალდეველები თვითნება იუდეველების დასასჯელად, ეს ისეთი დაუჯერებელი იქნებოდა მათთვის, რომ „რომც მოეყოლათ“, არ დაიჯერებდნენ (აბკ. 1:5, 6). ძვ. წ. 625 წელს, იეჰოიაკიმის მმართველობის მეოთხე წელს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ქარხემიშთან დაამარცხა ფარაონი ნექო (იერ. 46:2). ამგვარად, შესაძლოა აბაკუმი ამ მოვლენამდე წინასწარმეტყველებდა და აკეთებდა თავისი წინასწარმეტყველების ჩანაწერს. თავისი წიგნის წერა მან შესაძლოა იუდაში დაახლ. ძვ. წ. 628 წელს დაასრულა. ქალდეველების თავდასხმის აღწერისას მომავალი დროის გამოყენება, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ წერა მან მანამდე დაასრულა, ვიდრე იეჰოიაკიმი ბაბილონის ვასალი მეფე გახდებოდა (ძვ. წ. 620—618) (2მფ. 24:1).

დაწერის სტილი. წიგნის წერის სტილი ძლიერი და შთამბეჭდავია. მასში გამოყენებულია თვალსაჩინო მაგალითები და შედარებები (აბკ. 1:8, 11, 14, 15; 2:5, 11, 14, 16, 17; 3:6, 8—11). აბაკუმის წერის სტილზე ს. რ. დრაივერი წერდა: „აბაკუმის მიერ გამოყენებული სიტყვები შთამბეჭდავია. მცირე მოცულობის მიუხედავად, წიგნს დიდი ძალა აქვს. მისი აღწერა ხატოვანი და ექსპრესიულია. აზრები და მათი გადმოცემის ხერხი პოეტურია“. ძირითადად, ეს იმით აიხსნება, რომ წიგნი ღვთივშთაგონებით არის დაწერილი.

წიგნი „აბაკუმი“ ხაზს უსვამს ერებზე იეჰოვას აღმატებულობასა (აბკ. 2:20; 3:6, 12) და მთელ სამყაროში მის უზენაესობას. ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მართალი რწმენით იცოცხლებს (2:4). ის ნდობას გვინერგავს იეჰოვასადმი, რომელიც მარადიულად იარსებებს (1:12), სამართლიანად გალეწავს ერებს და თავისი ხალხის სახსნელად გამოდის (3:12, 13). იეჰოვა ხსნის ღმერთი და მაცოცხლებელი ძალაა მათთვის, ვინც ხარობს მისით (3:18, 19).

[ჩარჩო]

ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲐᲖᲠᲔᲑᲘ ᲐᲑᲐᲙᲣᲛᲘᲓᲐᲜ

წიგნი პასუხობს კითხვას: აღასრულებს ღმერთი განაჩენს ბოროტებზე?

როგორც ჩანს, დაიწერა დაახლ. ძვ. წ. 628 წელს, როცა ქალდეველები ძალას იკრებდნენ, ვიდრე იეჰოიაკიმი მათი ვასალი გახდებოდა.

აბაკუმი შველას ითხოვს და ღმერთს ეკითხება, როდემდე დაუშვებს ბოროტების არსებობას (1:1—2:1)

იეჰოვა პასუხობს, რომ ქალდეველებს გამოიყენებს ხალხების დასასჯელად. მაგრამ აბაკუმისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება წმინდა ღმერთმა მოითმინოს მზაკვარი ქალდეველები, რომლებიც თავიანთ სამხედრო ძალას აღმერთებენ, ადამიანებს თევზებივით იჭერენ ბადეში და ერებს უმოწყალოდ ხოცავენ.

წინასწარმეტყველი იეჰოვას პასუხს ელოდება და აცნობიერებს, რომ შეგონებას საჭიროებს.

იეჰოვა პასუხობს, რომ მას დანიშნული აქვს დრო და ქალდეველებს „ვაის“ უცხადებს (2:2—20)

იეჰოვა აბაკუმს არწმუნებს, რომ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულება „დანიშნული დროისთვისაა [და] შესრულებისკენ იჩქარის“, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ის დაყოვნებად მიაჩნდეს.

ქალდეველებზე „ვაის“ გაცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი დაუსჯელები არ დარჩებიან სხვა ერების ძარცვისთვის, ხალხების მოსპობისთვის, სისხლის ღვრით ქალაქების აშენებისთვის, სხვებისთვის დამამცირებელი მარცხის სასმისიდან შესმისა და კერპთაყვანისმცემლობისთვის.

წინასწარმეტყველი სთხოვს იეჰოვას, რომ იმოქმედოს და წყალობა გამოავლინოს მოახლოებული გასაჭირის დღეს (3:1—19)

წარსულში იეჰოვას ძალის გამოვლინების გახსენებისას წინასწარმეტყველს შიში იპყრობს და კანკალი უვარდება, თუმცა გადაწყვეტილი აქვს მშვიდად დაელოდოს გასაჭირის დღეს და გაიხაროს თავისი ხსნის ღმერთით.

საარსებოდ აუცილებელიც რომ არ ჰქონდეს, აბაკუმი მაინც გაიხარებს იეჰოვათი, თავისი ხსნის ღმერთით, რომელიც აძლიერებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება