საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „წმინდები“
  • წმინდები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წმინდები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • სიწმინდე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რას ნიშნავს, იყო წმინდა?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • როგორ შეუძლიათ წმინდებს თქვენთვის დახმარების აღმოჩენა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • „იყავით წმინდები“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „წმინდები“

წმინდები

სულიერად თუ ზნეობრივად სპეტაკები და უმწიკვლოები; ზეცაში თუ დედამიწაზე ღვთის მსახურებისთვის გამოყოფილნი.

იეჰოვა, რომელიც სისპეტაკესა და სიმართლეში აღმატებულია, უწმინდესია (ოს. 11:12). ბიბლიაში ის ხშირად ისრაელის წმინდად არის მოხსენიებული (2მფ. 19:22; ფს. 71:22; 89:18). მოციქულმა იოანემ თანაქრისტიანებს მისწერა: „თქვენი ცხება წმინდისგან არის“ (1ინ. 2:20). საქმეების 3:14-ში მოხსენიებულ „წმინდასა და მართალში“ იესო ქრისტე იგულისხმება. იეჰოვას ზეციერი ანგელოზები წმინდები არიან, ღვთის მსახურებისთვის სრულად მიძღვნილები, სპეტაკები და მართლები (ლკ. 9:26; სქ. 10:22).

წმინდები ძველად. იეჰოვას მსახურებისთვის გამოყოფილ ადამიანებსაც წმინდები ეწოდებოდათ (ფს. 34:9). ისრაელი, რომელთანაც ღმერთმა შეთანხმება დადო, მისი განსაკუთრებული საკუთრება გახდა და, როგორც ერი, წმინდა იყო მის თვალში. ამიტომ, თუ რომელიმე ისრაელი უწმინდურებას ან არასწორ საქციელს ჩაიდენდა და მას ერიდან არ მოჰკვეთდნენ, ის მთელ ერს შებღალავდა და იეჰოვას რისხვას დაატეხდა. ამის მაგალითია ხარბი და ურჩი აქანის შემთხვევა. მისმა ცოდვამ გასაჭირში ჩააგდო ისრაელი. მდგომარეობა მხოლოდ მას შემდეგ გამოსწორდა, რაც ის გამოააშკარავეს და ჩაქოლეს (იეს. 7).

წმინდა საცხები ზეთით ერის მღვდელმთავრად ცხებული აარონი განსაკუთრებული გაგებით იყო წმინდა (ფს. 106:16). ამიტომ მღვდელმთავრისთვის წაყენებული მოთხოვნები მკაცრი იყო (ლვ. 21:1—15; იხ. აგრეთვე 16—23 მუხლებში მღვდლის უფლების ჩამორთმევის მიზეზები; იხ. მღვდელმთავარი). მღვდელმთავრის ცოდვას (მაგ. გასამართლების დროს დაშვებული შეცდომა) შეეძლო მთელი ერი გაეხვია ცოდვაში, ამიტომ მას დანაშაულის გამოსასყიდად მოზვერი უნდა შეეწირა, ისევე როგორც ეს მთელი კრებულის შეცოდების შემთხვევაში იყო საჭირო (ლვ. 4:3, 13, 14).

ქრისტიანი წმინდები. ღმერთთან ახალი შეთანხმებით შეკრული ქრისტიანები „შეთანხმების სისხლით“, ანუ იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლით, განიწმინდნენ, გასპეტაკდნენ და ღვთისთვის განსაკუთრებული მსახურებისთვის იქნენ გამოყოფილნი (ებ. 10:29; 13:20). ამგვარად, ისინი გახდნენ წმინდები („წმინდანები“, აფ; აგრეთვე ზოგიერთი თარგმანი). ასე რომ, ისინი რომელიმე ადამიანმა ან ორგანიზაციამ კი არ გამოაცხადა წმინდად, არამედ ღმერთმა, რომელიც იესო ქრისტეს სისხლის მეშვეობით დებს მათთან შეთანხმებას. „წმინდებში“ იგულისხმება ქრისტესთან ერთობაში მყოფი ყველა თანამემკვიდრე და არა უბრალოდ რამდენიმე განსაკუთრებით წმინდად მიჩნეული ადამიანი. ამასთან, ბიბლია ამ სიტყვას მათ მიმართ იყენებს არა სიკვდილის შემდეგ, არამედ დედამიწაზე წმინდა მსახურების დაწყების შემდეგ. პეტრე წერდა, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ წმინდები, რადგან ღმერთია წმინდა (1პტ. 1:15, 16; ლვ. 11:44). ბიბლიაში ხშირად წმინდებად მოიხსენიებიან ქრისტიანული კრების წევრები, ქრისტეს სულიერი ძმები (სქ. 9:13; 26:10; რმ. 1:7; 12:13; 2კრ. 1:1; 13:13).

კრება, ქრისტეს პატარძალი, ბიბლიაში წარმოდგენილია როგორც მბრწყინავი და სუფთა, ძვირფასი სელის სამოსლით შემოსილი, რაც „წმინდების სიმართლის საქმეებს ნიშნავს“ (გმც. 19:7, 8). იოანეს ხილვიდან ვიგებთ, რომ მათ დედამიწაზე ყოფნის დროს სატანა ეშმაკის სიმბოლური პოლიტიკური მხეცი ებრძვის (გმც. 13:3, 7). ეს სცდის წმინდათა მოთმინებას, თუმცა ისინი ღვთის მცნებების დაცვითა და იესოსადმი რწმენით გამარჯვებულები გამოდიან (გმც. 13:10; 14:12).

მათი იმედი. დანიელმაც ნახა ხილვაში, თუ როგორ ებრძოდა მხეცი ღვთის წმინდებს, რის შემდეგაც გამართულ სასამართლოზე ძველმა დღეთამ წმინდების სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი და გადასცა მათ მარადიული „სამეფო, მმართველობა და ცისქვეშეთის სამეფოების სიდიადე“ (დნ. 7:21, 22, 27).

დედამიწაზე ცხოვრებისას წმინდებს არა აქვთ სამეფო ძალაუფლება. ისინი მხოლოდ მას შემდეგ გამეფდებიან, რაც ზეცაში ქრისტეს შეუერთდებიან (ეფ. 1:18—21). მანამდე ისინი უნდა გახდნენ მძლეველები (გმც. 3:21; შდრ. გმც. 2:26, 27; 3:5, 12). ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ისინი მასთან ერთად იქნებიან მღვდლები და მეფეები (გმც. 20:4, 6). მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად, წმინდები ქვეყნიერებასაც გაასამართლებენ და ანგელოზებსაც, რაც, როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ ბოროტებზე განაჩენის აღსრულებაში მიიღებენ მონაწილეობას (1კრ. 6:2, 3; გმც. 2:26, 27).

თავდასხმა „წმინდათა ბანაკზე“. გამოცხადების 20:7—9-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის მიწურულს სატანა ეშმაკი ხალხებს აუმხედრებს „წმინდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს“. ეს წინასწარმეტყველება, როგორც ჩანს, დედამიწაზე იეჰოვას უზენაესი მმართველობის წინააღმდეგ წასვლაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში წმინდებში იგულისხმებიან გასრულყოფილებული ადამიანები, რომლებიც ღვთისა და მისი მესიანური მეფის ერთგულები რჩებიან (იხ. სიწმინდე).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება