საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ჰიმენეოსი“
  • ჰიმენეოსი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჰიმენეოსი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ფილეტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ანტიქრისტეს ვინაობა ცნობილია
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • აღდგომა — სწავლება, რომელიც გავლენას ახდენს შენზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • განგრენა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ჰიმენეოსი“

ჰიმენეოსი

[სახელი ჰიმენე ბერძენთა ქორწინების ქალღმერთის საპატივცემულოდ დაარქვეს]

პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი, რომელიც ჭეშმარიტებას განუდგა. პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ იგი ღვთისმგმობელი გახდა, რადგან მისი საუბარი წმინდის შემბღალავი იყო. ჭეშმარიტებას განმდგარი ჰიმენეოსი ვინმე ფილეტესთან ერთად ცრუ სწავლებებს ავრცელებდა და ზოგიერთებს რწმენას უნგრევდა. მაგალითად, ისინი ასწავლიდნენ, რომ აღდგომა უკვე მომხდარი იყო. როგორც ჩანს, ისინი მიიჩნევდნენ, რომ აღდგომა მხოლოდ სულიერი იყო, სიმბოლური ხასიათის, და რომ ღვთის ერთგული ქრისტიანები უკვე აღმდგარნი იყვნენ და მომავალში, ღვთის მესიანური სამეფოს მმართველობის დროს, სხვა არანაირი აღდგომა აღარ იქნებოდა (2ტმ. 2:16—18; შდრ. 1კრ. 15:12—23).

ტიმოთესთვის მიწერილ პირველ წერილში პავლე ჰიმენეოსს ალექსანდრესთან ერთად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ისინი სატანას გადასცა, რაც, როგორც ჩანს, იმას ნიშნავდა, რომ პავლემ ისინი კრებიდან გარიცხა (1ტმ. 1:18—20).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება