საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კერპთშენაწირი“
  • კერპთშენაწირი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კერპთშენაწირი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • რატომ უნდა ვერიდოთ კერპთაყვანისმცემლობას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კერპთშენაწირი“

კერპთშენაწირი

ახ. წ. I ს-ის წარმართებში გავრცელებული იყო კერპებისთვის ხორცის შეწირვის რიტუალი. შეწირული მსხვერპლის ნაწილს სამსხვერპლოზე დებდნენ, ნაწილს ქურუმებს აძლევდნენ, ნაწილი კი მსხვერპლის შემწირველებს რჩებოდათ, რომლებიც ხორცს ან ტაძარში ჭამდნენ ან თავ-თავიანთ სახლებში. ზოგს კერპთშენაწირის ნაწილი ხორცის ბაზარში (ბერძ. მაკელლონ) მიჰქონდა გასაყიდად.

ბევრი გაქრისტიანებამდე მიჩვეული იყო კერპთშენაწირის ჭამას განსაკუთრებული მოწიწებით (1კრ. 8:7). ეს ქრისტიანები წარმართობაში კერპით წარმოდგენილი დემონების თანაზიარნი იყვნენ (1კრ. 10:20). ამიტომ იყო, რომ I ს-ის ხელმძღვანელმა საბჭომ წმინდა სულის ხელმძღვანელობით იერუსალიმიდან კრებებს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც კერპთშენაწირის რიტუალური ჭამის აკრძალვის შესახებ იუწყებოდა. აკრძალვას ქრისტიანები კერპთაყვანისმცემლობისგან უნდა დაეცვა (სქ. 15:19—23, 28, 29).

წარმართულ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს კერპთშენაწირის ჭამასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაებადათ. მაგალითად: შეეძლოთ თუ არა სუფთა სინდისით მისულიყვნენ საკერპო ტაძარში და ეჭამათ ხორცი, მაგრამ არა კერპისთვის პატივის მიგების მიზნით? ჰქონდათ თუ არა მაკელლონში კერპთშენაწირი ხორცის ყიდვის უფლება? დაბოლოს, როგორ უნდა მოქცეულიყო ქრისტიანი, თუ სტუმრად მისულს ხორცს შესთავაზებდნენ?

პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით კორინთელ ქრისტიანებს დროული მითითებები მისცა, რათა მათ სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ. მართალია „კერპი არაფერია“, მაგრამ არ იქნებოდა მართებული, ქრისტიანი ხორცის საჭმელად (ხორცის ჭამა მისთვის რელიგიური რიტუალის ნაწილი რომც არ ყოფილიყო) საკერპო ტაძარში მისულიყო, რადგან მის დანახვაზე სულიერად სუსტებს შეიძლება არასწორი დასკვნა გაეკეთებინათ. მათ შეიძლება ეფიქრათ, რომ ქრისტიანი კერპის თაყვანსაცემად იყო ტაძარში მისული, და დაბრკოლებულიყვნენ. საბოლოოდ საქმე შეიძლება იქამდე მისულიყო, რომ სულიერად სუსტებს კერპთშენაწირი რელიგიური რიტუალის დროს ეჭამათ, რითაც ხელმძღვანელი საბჭოს პირდაპირ და ნათელ მითითებას დაარღვევდნენ. არსებობდა იმის საშიშროებაც, რომ ქრისტიანი საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასულიყო და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაბმულიყო (1კრ. 8:1—13).

ვინაიდან კერპთშენაწირი ჩვეულებრივი ხორცი იყო, ქრისტიანს სუფთა სინდისით შეეძლო მისი ყიდვა ბაზარში, სადაც საკერპო ტაძრიდან მიტანილი ხორცის გარდა სხვა ხორციც იყიდებოდა. ბაზარში ნაყიდი კერპთშენაწირი ჩვეულებრივი ხორცი იყო და არა „წმინდა“, აქედან გამომდინარე, ქრისტიანი არ იყო ვალდებული, გამოეძიებინა მისი წარმოშობა (1კრ. 10:25, 26).

არც სტუმრად მიწვეულ ქრისტიანს უნდა გამოეძიებინა ხორცის წარმოშობა, არამედ სუფთა სინდისით უნდა ეჭამა. მაგრამ თუ სუფრის რომელიმე წევრი იტყოდა, რომ ხორცი მსხვერპლშენაწირი იყო, ვინმე რომ არ დაებრკოლებინა, ქრისტიანს მისი ჭამისგან თავი უნდა შეეკავებინა (1კრ. 10:27—29).

იმ სიტყვებიდან, რაც განდიდებულმა იესო ქრისტემ პერგამონისა და თიატირის კრებებთან დაკავშირებით იოანეს უთხრა, ვიგებთ, რომ ამ კრებების ზოგიერთი წევრი უგულებელყოფდა მოციქულთა დადგენილებას, რომლის თანახმადაც ქრისტიანები კერპთშენაწირის ჭამით არ უნდა გაუწმინდურებულიყვნენ (გმც. 2:12, 14, 18, 20).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება