იმნაჰი
[[ღმერთმა] დანიშნოს ან [ღმერთი] თვლიდეს, [ღმერთმა] დანიშნა ან ჩათვალა].
1. აშერის ვაჟების ჩამონათვალში პირველი; იმნაჰელთა წინაპარი (დბ. 46:17; რც. 26:44; 1მტ. 7:30).
2. ლევიანი; მის ვაჟს, კორეს, რომელიც ხიზკიას მეფობის დროს ტაძრის აღმოსავლეთი კარიბჭის მცველი იყო, იეჰოვასთვის გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავები ებარა (2მტ. 31:14).