იაბეცი
1. [ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს ტკივილს] — იუდას შთამომავალი, რომელსაც დედამისმა მშობიარობის ტკივილების გამო იაბეცი დაარქვა. იაბეცი თავის ძმებთან შედარებით უფრო პატივდებული იყო და მის ლოცვაზე საპასუხოდ იეჰოვა იცავდა და კურთხევას არ აკლებდა მას (1მტ. 4:1, 9, 10).
2. შესაძლოა ეს იყო დასახლება იუდაში, რომელიც №1-მა იაბეცმა დააფუძნა. იაბეცში გადამწერთა სამი საგვარეულო ცხოვრობდა (1მტ. 2:55). დღეს ამ ქალაქის ადგილმდებარეობა უცნობია.