საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „იაბინი“
  • იაბინი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იაბინი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • სისერა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბარაკი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხებერი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ორი მამაცი ქალი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „იაბინი“

იაბინი

[შესაძლოა ნიშნავს გამჭრიახს, გაგების უნარის მქონეს ან მშენებელს] — შესაძლოა ეს არის ხაცორის ქანაანელ მეფეთა ტიტული ან დინასტიის სახელი.

1. ხაცორის მეფე იესო ნავეს ძის მიერ აღთქმული მიწის დაპყრობის დროს; იაბინი და მისი მოკავშირე ჩრდილოეთი ქანაანის მეფეები ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდნენ „ზღვის ქვიშასავით ურიცხვნი ... უამრავი ცხენითა და საომარი ეტლებით“. იესო ნავეს ძე მოულოდნელად დაესხა თავს მერომის წყალთან დაბანაკებულ ამ გაერთიანებულ ჯარს, დაედევნა მათ და დაამარცხა. იაბინი მოგვიანებით მოკლეს, როცა ქალაქი ხაცორი აიღეს და ცეცხლს მისცეს (იეს. 11:1—14; 12:7, 19).

2. მოგვიანებით მცხოვრები ქანაანელი მეფე, რომელიც აღდგენილი ხაცორიდან მმართველობდა. სავარაუდოდ, №1-ის შთამომავალი; ის მოხსენიებულია ქანაანის მეფედ, შესაძლოა იმიტომ, რომ სხვა ქანაანელ მეფეებზე ბატონობდა, რაც მას განსაკუთრებულ ძალასა და ძალაუფლებას აძლევდა. როგორც ჩანს, მას მოკავშირეებიც ჰყავდა. სხვა მხრივ, შესაძლოა ის უბრალოდ სხვა ქვეყნების მეფეებისგან განსასხვავებლად მოიხსენიება ასე. იაბინის ჯარს, რომელსაც 900 დანებიანი საომარი ეტლი ჰქონდა, სისერა მეთაურობდა. ბიბლიის მონათხრობში უფრო მეტი ყურადღება სისერაზე მახვილდება, ვიდრე იაბინზე (მსჯ. 4:2, 3; 5:19, 20).

იეჰოვამ დაუშვა, რომ იაბინს 20 წლის მანძილზე დაეჩაგრა განდგომილი ისრაელი. მაგრამ, როცა ისრაელმა ღმერთს სთხოვა შველა, მან ბარაკი და დებორა დანიშნა, რომ მათი დახმარებით დაემარცხებინა ისრაელს იაბინის ჯარი. სისერა კენიელი ხებერის ცოლმა მოკლა, მიუხედავად იმისა, რომ ხებერსა და იაბინს შორის მშვიდობა იყო (მსჯ. 4:3—22). ისრაელებს არ შეუწყვეტიათ იაბინთან ბრძოლა, ვიდრე სიცოცხლეს არ გამოასალმეს ის (მსჯ. 4:23, 24; ფს. 83:9, 10).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება