იადონი
[შესაძლოა იააზანიას შემოკლებული ფორმა, ნიშნავს: იეჰოვამ ყური დაუგდო]
მერონოთელი, რომელიც ძვ.წ. 455 წელს ნეემიას იერუსალიმის კედლის აღდგენაში დაეხმარა. იადონი, როგორც ჩანს, მიცფადან იყო (ნემ. 3:7).
იოსებ ფლავიუსი იადონად იხსენიებს 1 მეფეების მე-13 თავში მოხსენიებულ წინასწარმეტყველს, რომელიც სახელით არ არის მოხსენიებული („იუდეველთა სიძველენი“, წ. VIII, თ. 8, აბზ. 5).