იობაბი
1. სემის შთამომავალი იოკტანის ხაზით (დბ. 10:21, 25, 29; 1მტ. 1:23); შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ზუსტად სად ცხოვრობდნენ იობაბის შთამომავლები.
2. „ბოცრელი ზერახის ვაჟი“; ედომელი მეფე, რომელიც ისრაელის პირველი მეფის, საულის გამეფებამდე მეფობდა. ის ტახტზე ბეორის ვაჟის, ბელას შემდეგ ავიდა (დბ. 36:31—34; 1მტ. 1:43—45).
3. ჩრდილოეთ პალესტინაში მდებარე ქალაქ მადონის მეფე; იობაბი და სხვა მეფეები ხაცორის მეფე იაბინს შეუერთდნენ ისრაელის წინაააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მერომის წყალთან დამარცხდნენ (იეს. 11:1—8; 12:19).
4. ბენიამინელი შახარაიმის ვაჟი, რომელიც თავისი ცოლისგან, ხოდეშისგან შეეძინა (1მტ. 8:1, 8, 9).
5. ბენიამინელი შახარაიმის შთამომავალი ელფაალის ხაზით (1მტ. 8:1, 8, 11, 18).