საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სამართალი“
  • სამართალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სამართალი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • სინედრიონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რწმენით მიიღეთ ბრძნული გადაწყვეტილებები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • როგორ შეგიძლია გონივრული გადაწყვეტილების მიღება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სამართალი“

სამართალი

უფლებამოსილი პირის ან პირთა მიერ მიღებული დადგენილება ან გამოტანილი განაჩენი (2სმ. 8:15; 1მფ. 3:16—28; 10:9; 2მფ. 25:6; 2მტ. 19:8—10). იეჰოვა ღმერთმა, როგორც მოსამართლემ, კანონმდებელმა და მეფემ (ეს. 33:22), ისრაელ ერს კანონთა კრებული მისცა. მის მიერ დადგენილი კანონებით ისრაელი ერი ისეთ საკითხებში ხელმძღვანელობდა, რომლებიც ეხებოდა როგორც ცალკეულ პირებს, ისე ერის საშინაო თუ საგარეო საქმეებს (იხ. სასამართლო; კანონი; სასამართლო საქმე).

კანონების უმეტესობა იეჰოვამ ისრაელ ერს სინას მთაზე მისცა (ნემ. 9:13), თუმცა კონკრეტული წესების დადგენა ზოგჯერ მაინც ხდებოდა საჭირო. მაგალითად, მენაშელი ცელოფხადის გარდაცვალების შემდეგ წამოიჭრა მემკვიდრეობის საკითხი. ვინაიდან მას მხოლოდ ასულები ჰყავდა, დასადგენი იყო, ჰქონდათ თუ არა მათ მამის მემკვიდრეობის მიღების უფლება. ამ საკითხის მოსაგვარებლად იეჰოვამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით მსგავსი საკითხები გვარდებოდა (რც. 27:1—11; 36:1—12; იხ. აგრეთვე ლვ. 24:10—16). ერთხელ ნადავლის განაწილებასთან დაკავშირებით დავითმაც ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სამართლებრივ პრეცედენტად იქცა (1სმ. 30:23—25).

ღვთის კანონების თანახმად, ფართოდ გავრცელებული, მაგრამ უკიდურესად საზიანო ქმედებები მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში შედიოდა, რაც იეჰოვას სამართალს იმდროინდელი ერების კანონებისგან აშკარად გამოარჩევდა. გარშემომყოფ ერებში გავრცელებული იყო ზოოფილია, სოდომია, ინცესტი და სხვა გამხრწნელი ქმედებები, რაც ვნებს ადამიანის ფსიქიკას და მის სულიერ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას (ლვ. 18:6—30; 20:10—23). ისრაელი ერი, ღვთის კანონებს თუ დაიცავდა, აღორძინდებოდა და იეჰოვას კურთხევა არ მოაკლდებოდა. ეს იმდენად აშკარა იქნებოდა, რომ სხვა ერები იტყოდნენ: „ბრძენია ეს დიდი ერი და გაგებისუნარიანი“ (კნ. 4:4—6). დავითი ხედავდა, რამდენად კურთხეული იყო ისრაელი (ლვ. 25:18, 19; კნ. 4:1; 7:12—15; 30:16), ამიტომაც სთხოვდა იეჰოვას: „მასწავლე შენი სამართალი“ (ფს. 119:108). ის იმდენად აფასებდა იეჰოვას სამართალს, რომ დღეში შვიდჯერ განადიდებდა მას (ფს. 119:164) და შუაღამითაც კი დგებოდა ღვთისთვის მადლობის სათქმელად (ფს. 119:62).

მიუხედავად იმისა, რომ ღვთის კანონი „წმინდა, მართალი და კარგი“ იყო, ის მხოლოდ „ქრისტემდე მიმყვანი ... აღმზრდელის“ როლს ასრულებდა. კანონის შეთანხმება ახალმა შეთანხმებამ ჩაანაცვლა (რმ. 7:12; გლ. 3:24; ებ. 8:7—13). ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მითითებებისადმი მორჩილება იმაზე გაცილებით დიდი კურთხევების მომტანია, ვიდრე ის კურთხევები, რომლებიც ისრაელისთვის კანონისადმი მორჩილებას მოჰქონდა (ინ. 13:34, 35; 1კრ. 6:9—11; 1პტ. 1:14, 15, 22, 23; 2:9, 10; 1ინ. 5:3).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება