ᲙᲔᲓᲔᲛᲝᲗᲘ
(მომდინარეობს ფუძიდან, რომლის მნიშვნელობაცაა „აღმოსავლეთი“).
ასე ეწოდებოდა ქალაქს იორდანის აღმოსავლეთით და შესაძლოა მის გარშემო არსებულ უდაბნოსაც. კედემოთის უდაბნოდან მოსემ მაცნეები გაუგზავნა ამორეველთა მეფე სიხონს და მის მიწაზე გავლის ნებართვა სთხოვა (კნ. 2:26, 27). თავდაპირველად კედემოთი რეუბენელებს გადაეცა, ხოლო მოგვიანებით ეს ქალაქი მერარელი ლევიანების მფლობელობაში გადავიდა (იეს. 13:15, 18; 21:34, 36, 37; 1მტ. 6:77—79). მეცნიერები კედემოთს, ძირითადად, აიგივებენ არნონის ხევის მახლობლად არსებულ ერთ-ერთ გორაკთან, კერძოდ კასრ-ეზ-ზაფარანთან, რომელიც იმ ადგილიდან ჩრდ.-აღმ-ით დაახლოებით 16 კმ-ში მდებარეობს და ძველი დიბონის ადგილმდებარეობად მიიჩნევენ.