საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „დანა“
  • დანა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დანა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • კაჟი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ველოსიპედი, რომელიც დანებს ლესავს
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • ხერხი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხელკათ-ჰაცურიმი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „დანა“

ᲓᲐᲜᲐ

საჭრელი ინსტრუმენტი ერთი ან ორი მჭრელი პირით. ბიბლიურ დროში დანებს ამზადებდნენ ქვისგან (განსაკუთრებით კაჟისგან), სპილენძისგან, ბრინჯაოსა და რკინისგან.

ებრაული სიტყვა მაახელეთ, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ჭამისთვის განკუთვნილ ხელსაწყოს, მოიაზრებს აგრეთვე დიდ დანებს, რომლებითაც ჭრიდნენ მაგალითად შეწირული ცხოველების ლეშს. „დასაკლავი დანა“ (ებრ. მაახელეთ) ის ინსტრუმენტი იყო, რომელიც ღვთის ერთგულმა აბრაამმა აიღო ხელში მაშინ, როცა ისაკის შეწირვას აპირებდა (დბ. 22:6, 10). მსგავსი დანა გამოიყენა ერთმა ლევიანმა, როდესაც თავისი ხარჭის გვამი 12 ნაწილად დაჭრა (მსჯ. 19:29). გარდა ამისა, იგავების 30:14 საუბრობს ხალხზე, „რომელსაც კბილები მახვილებივით აქვს და ყბები დასაკლავი დანებივით“. აქაც იგივე ებრაული სიტყვაა გამოყენებული, რაც მიუთითებს მათი სისასტიკის მასშტაბებზე.

იესო ნავეს ძემ „კაჟის დანები“ გააკეთა, რათა წინადაეცვითა ისრაელის ძეები გიბათ-ჰაარალოთთან (იეს. 5:2–4). ებრაული სიტყვა ჩერევ, რომელიც აქ დანად არის ნათარგმნი, ძირითადად ითარგმნება, როგორც მახვილი. კაჟის დანა, რომელსაც ჩვეულებრივ ქანაანელები იყენებდნენ, 15 სმ სიგრძის იყო. მას ორი მჭრელი პირი და შედარებით მსხვილი შუა ნაწილი ჰქონდა.

ძველად მწიგნობრები და მწერლები დანების მეშვეობით ლესავდნენ ლერწმის კალმებს, რათა ადვილად ამოეფხიკათ ხელნაწერებიდან არასასურველი სიტყვები. იერემიას 36:23-ში მოხსენიებულია „მწერლის დანა“, რომლითაც მეფე ჭრიდა იერემიას მიერ დაწერილ გრაგნილს, რომელიც მან იეჰოვას მითითებით დაწერა.

ძველ დროში ბევრ სპილენძის დანას 15–25 სმ სიგრძის სწორი პირი ჰქონდა. აღმოჩენილია აგრეთვე მოღუნულპირიანი დანებიც. სახელურიანი დანები ხშირად ერთ მთლიან ნაკეთობას წარმოადგენდა. ამზადებდნენ აგრეთვე ხის სახელურიან დანებს.

იგავების 23:1, 2-ში დანა გადატანითი მნიშვნელობითაა მოხსენიებული: მეფესთან საჭმლის მისართმევად მიწვეულ სტუმარს ეს მუხლი ურჩევს, რომ „ყელზე დანა“ მიიბჯინოს. როგორც ჩანს, აქ საუბარია იმაზე, რომ მსგავს ვითარებაში უმჯობესია მადის დაოკება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება