კეჰათი
ლევის სამი ვაჟის ჩამონათვალში მეორე (დბ. 46:11; გმ. 6:16; 1მტ. 6:1); ის იყო ამრამის, იცჰარის, ხებრონისა და უზიელის მამა (გმ. 6:18; რც. 3:19; 1მტ. 6:2). ის გახდა ლევიანთა სამი ძირითადი საგვარეულოდან ერთ-ერთის, კეჰათელთა საგვარეულოს მამამთავარი (რც. 3:17, 27). როგორც ჩანს, ის ქანაანის მიწაზე დაიბადა და იმ 66 სულს შორის იყო, რომლებიც „იაკობს ეგვიპტეში ჰყავდა“ (დბ. 46:8, 11, 26; იხ. ბენიამინი №1). მისი შთამომავლები აგრეთვე იყვნენ მოსე, აარონი, მირიამი (გმ. 6:18, 20; რც. 26:58, 59) და მოჯანყე კორახი (რც. 16:1—3). კეჰათმა 133 წელი იცოცხლა (გმ. 6:18).