ლემუელი
[ეკუთვნის ღმერთს]
ძველ დროში მცხოვრები უცნობი მეფე, რომლის სიტყვებიც ჩაწერილია იგავების 31-ე თავში. მისი პიროვნება მსჯელობის საგნად იქცა. ზოგიერთი ბიბლეისტის ვარაუდით, ლემუელი სოლომონის კიდევ ერთი სახელი იყო, სხვები კი მას ხიზკიასთან აიგივებენ. ლემუელის სიტყვები შეიცავს „მნიშვნელოვან ცნობას, დედამისის შეგონებას“ (იგ. 31:1). თუმცა უცნობია, როდის და რა ვითარებაში მიიღო მეფემ ეს ინფორმაცია დედამისისგან. ამ „მნიშვნელოვანი ცნობით“ ის ურჩევდა მეფეს, მორიდებოდა ცუდ ქალებთან ურთიერთობას, აფრთხილებდა, რომ მათრობელ სასმელს სამართლის გამრუდება შეეძლო, ხაზს უსვამდა სამართლიანად განსჯის აუცილებლობას და ბოლოს აღწერდა კარგ ცოლს.