საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „თავაშვებულობა“
  • თავაშვებულობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თავაშვებულობა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • მოერიდეთ ცრუმოძღვრებს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • სად არის ზღვარი?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • „იყავით წმიდები ყოველ საქციელში“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „თავაშვებულობა“

თავაშვებულობა

მოქმედებები, რომლებიც გამოხატავს უტიფარ, უპატივცემულო და აგდებულ დამოკიდებულებას კანონისა და უფლებამოსილი პირების მიმართ. თავაშვებულობად და აღვირახსნილობად ითარგმნება ებრაული სიტყვა ზიმმაჰ (ლვ. 18:17; 19:29). ბერძნული სიტყვა ასელგია (თავაშვებულობა) შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „აღვირახსნილობა, გახრწნილება, უსირცხვილო მოქმედება, გარყვნილება“ (გლ. 5:19, Rbi 8, სქ.; 2პტ. 2:7, Rbi 8, სქ.). არც ზემოხსენებულ ებრაულ სიტყვაში იგულისხმება მხოლოდ სექსუალური უზნეობა და არც ბერძნულ სიტყვაში. ბიბლია სიტყვა „თავაშვებულობას“ უწოდებს ჯგუფურ გაუპატიურებას (მსჯ. 19:25; 20:6), მეძაობასა (იერ. 13:27; ეზკ. 23:44) და სისხლის ღვრას (ფს. 26:9, 10; ეზკ. 22:9; ოს. 6:9). ბიბლიის თანახმად, „უზნეო კაცი“ თავაშვებულობას იზრახავს, ისინი კი, ვისაც „თავაშვებულობა იტაცებს“, ბიბლია სულელებს ანუ ზნეობრივად უვარგის ადამიანებს უწოდებს (ეს. 32:7; იგ. 10:23).

„გულიდან გამოდის“. იესომ თქვა, რომ თავაშვებულობა ადამიანის შინაგანი ბუნების მაჩვენებელია. „შიგნიდან ანუ ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვები: სიძვა, . . მრუშობა, . . თავაშვებულობა... ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს“ (მრ. 7:20—23). თავაშვებულობა შედის „ხორცის საქმეებში“ ანუ ხორცის სურვილებში, „რომლებიც სულს ებრძვიან“. ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გლ. 5:19, 21; 1პტ. 2:11).

ბიბლია ჭეშმარიტების სინათლის მოყვარულ ქრისტიანებს მოუწოდებს: „წესიერებით ვიაროთ, როგორც დღისით, არა ღრეობითა და გადამეტებული სმით, არა უზნეობითა და თავაშვებულობით“ (რმ. 13:13; ინ. 3:19—21). მოციქული პეტრე გვირჩევს: „თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ [ანუ, სანამ ღვთის მსახურები გახდებოდით] ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას“ (1პტ. 4:3). პავლე მოციქულიც მსგავს რჩევას იძლევა. ის აღწერს ქვეყნიური ადამიანების ცხოვრებას, რომლებთანაც ადრე ქრისტიანები მეგობრობდნენ და ამბობს, რომ ისინი არიან „გონებადაბნელებულნი და ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებულნი... ყველანაირად ზნედაცემულნი, თავაშვებულობას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით“ (ეფ. 4:17—19).

მიუხედავად ამისა, ზოგი, ვისაც თავი ღვთის მსახურად მოაქვს, სინათლის გზიდან უხვევს და ღვთის კანონისა და ძალაუფლების მიმართ უპატივცემულო და უტიფარ დამოკიდებულებას ავლენს. პავლე დამწუხრდა კორინთის კრების იმ წევრების გამო, რომლებმაც შეგონების მიუხედავად არ მოინანიეს „თავიანთი უწმინდურება, სიძვა და თავაშვებულობა“ (2კრ. 12:21). პეტრემ გააფრთხილა ადრინდელი ქრისტიანები, რომ მათ შორისაც გამოჩნდებოდნენ ცრუმასწავლებლები და ბევრი გაჰყვებოდა მათ თავაშვებულობას, რის გამოც ჭეშმარიტების გზა დაიგმობოდა (2პტ. 2:1, 2). იესოს მიერ პერგამონისა და თიატირის კრებებზე წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც მოციქულმა იოანემ სავარაუდოდ ახ. წ. 96 წელს ჩაწერა, იმაზე მიანიშნებს, რომ იმ დროს პეტრეს წინასწარმეტყველება გარკვეულწილად უკვე სრულდებოდა (გმც. 2:12, 14, 18, 20). პეტრეს მსგავსად იუდაც წერდა იმ განაჩენის შესახებ, რომელიც თავაშვებულ ადამიანებზე აღსრულდება (2პტ. 2:17—22; იუდ. 7).

ზოგი თავაშვებული ადამიანი ქრისტიანული კრების სხვა წევრების მოსატყუებლად და ასაყოლიებლად ამტკიცებს, რომ ღმერთი თავისი უდიდესი წყალობიდან გამომდინარე თვალს ხუჭავს მათ ცოდვებზე, რადგან მხედველობაში იღებს მათ არასრულყოფილებასა და ხორციელ სისუსტეებს. მაგრამ იესოს ნახევარძმა იუდა ასეთ ადამიანებზე ამბობს, რომ ისინი არიან „უღვთოები, ღვთის წყალობას თავაშვებულობის გასამართლებლად რომ იყენებენ და საქმეებით უარყოფენ ჩვენს ერთადერთ ბატონსა და უფალს, იესო ქრისტეს“ (იუდ. 4). იმის თქმას, რომ ისინი ქრისტიანები არიან, არავითარი ფასი არა აქვს. მათი მსახურება ღვთისთვის მიუღებელია, როგორც ეს ისრაელში ძველად მცხოვრები ბრძენკაცის სიტყვებიდანაც ჩანს: „ბოროტის მსხვერპლი სისაძაგლეა, მით უმეტეს, როცა მას თავაშვებული კაცი სწირავს“ (იგ. 21:27).

თავაშვებულობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კანონშიც ჩანდა. კანონის თანახმად, თავაშვებულები სიკვდილით ისჯებოდნენ. ამ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი არ შეცვლილა (ლვ. 18:17; 20:14). დავითი ევედრებოდა ღმერთს, არ წაერთმია მისთვის სიცოცხლე „სისხლისმღვრელებთან ერთად, რომლებსაც ხელი ბოროტმოქმედებაში [სიტყვასიტყვით თავაშვებულობაში] აქვთ გარეული“ (ფს. 26:9, 10).

წინასწარმეტყველების, იერემიასა და ეზეკიელის მეშვეობით იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელები, როგორ დასჯიდა მათ ფიზიკური თუ სულიერი თავაშვებულობისთვის (იერ. 13:26, 27; ეზკ. 16:27, 43, 58; 22:9; 23:21—49; 24:13).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება