მახლონი
[შესაძლოა ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს ძალის გამოცლას, დასნეულებას]
ელიმელექისა და ნაომის ვაჟი; მსაჯულების პერიოდში ჩამოვარდნილი შიმშილობის დროს ის თავის მშობლებთან ერთად იუდას ბეთლემიდან მოაბში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მახლონმა მოაბელი რუთი მოიყვანა ცოლად, მაგრამ ისე მოკვდა, რომ შვილი არ ჰყოლია (რთ. 1:1—5; 4:10). რუთი დედამთილთან ერთად დაბრუნდა იუდაში და ლევირატის კანონის თანახმად ბოაზზე დაქორწინდა (რთ. 4:9, 10; კნ. 25:5, 6). მათ საგვარეულო ხაზში დაიბადა დავითი, მოგვიანებით კი — იესო ქრისტე (რთ. 4:22; მთ. 1:5, 6, 16).