მახოლი
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს ცეკვას, ტრიალს; ან შესაძლოა ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს სალამურზე დაკვრას]
კაცი, რომლის ვაჟებიც სიბრძნით გამოირჩეოდნენ, თუმცა სოლომონს ვერ ედრებოდნენ (1მფ. 4:31). ზოგის აზრით „მახოლის ვაჟები“ მუსიკოსთა ან მოცეკვავეთა ჯგუფს უნდა ნიშნავდეს (შდრ. ფს. 150:4-ს, სადაც იგივე ებრაული სიტყვა „ცეკვად“ არის ნათარგმნი).