მალქი-შუა
[ჩემს მეფეს [ესმის ჩემი] ღაღადი]
მეფე საულის ერთ-ერთი ვაჟი (1სმ. 14:49; 1მტ. 8:33; 9:39); ის გილბოას მთაზე ფილისტიმელებთან ბრძოლის დროს დაიღუპა (1სმ. 31:2; 1მტ. 10:2) და მისი გვამი (მისი ძმების, იონათანისა და აბინადაბის, და მამამისი საულის გვამებთან ერთად) ფილისტიმელებმა ბეთ-შანის კედელზე ჩამოკიდეს. მაგრამ ისრაელის მამაცმა კაცებმა ჩამოხსნეს მათი გვამები, წაიღეს იაბეშში, დაწვეს და ძვლები იქვე დამარხეს (1სმ. 31:8—13).