საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბაბილონელების მიერ იერუსალიმის დაპყრობა“
  • ბაბილონელების მიერ იერუსალიმის დაპყრობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბაბილონელების მიერ იერუსალიმის დაპყრობა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იერუსალიმი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იერუსალიმი — ‘დიდი მეფის ქალაქი’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 2
    გამოიღვიძეთ! — 2012
  • ბაბილონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბაბილონელების მიერ იერუსალიმის დაპყრობა“

ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ

ბაბილონელების მიერ იერუსალიმის დაპყრობა

ძველი იერუსალიმი სხვა ქალაქებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ დედამიწის ზურგზე ის ერთადერთი ქალაქი იყო, სადაც იეჰოვამ თავისი სახელი დაავანა (1მფ. 11:36). ამასთანავე, იერუსალიმი იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრს წარმოადგენდა. მისი ტაძარი ამ ქალაქში იყო აგებული, ამიტომ ნამდვილად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ღმერთი იქ იყო დავანებული (ფს. 132:13, 14; 135:21). გარდა ამისა, იერუსალიმში, „იეჰოვას ტახტზე“, ისხდნენ დავითის შთამომავალი მეფეები; ისინი იყვნენ ღვთის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მისი კანონების დაცვას (1მტ. 29:23).

ამის საპირისპიროდ, ძველი ბაბილონი იყო ცრუ თაყვანისმცემლობის ცენტრი, საიდანაც ცრუ რელიგია გავრცელდა მთელ დედამიწაზე. ამიტომ, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იეჰოვამ სწორედ ბაბილონს გაანადგურებინა ორგული იერუსალიმი. ძვ. წ. 620 წელს ბაბილონმა თავისი ძალაუფლების ქვეშ მოაქცია იერუსალიმი (2მფ. 24:1). სამი წლის შემდეგ, ძვ. წ. 617 წელს, ქალდეველებმა იერუსალიმის მკვიდრთაგან ბევრი გადაასახლეს ბაბილონში და თან წაიღეს ქალაქის მთელი სიმდიდრე. გადასახლებულებს შორის იყვნენ წარჩინებულები, ძლიერი მებრძოლები და ხელოსნები (2მტ. 36:5—10). საბოლოოდ, ქალაქიცა და ტაძარიც განადგურდა, ხოლო ათასობით იუდეველი ტყვეობაში აღმოჩნდა (2მტ. 36:17—20).

ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი მთლიანად განადგურდა. ეს იყო მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს. მართალია, ბიბლეისტებს იერუსალიმის დაცემის დროსთან დაკავშირებით სხვა თარიღები მოჰყავთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ამ თარიღს ვასახელებთ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის ბიბლია უფრო სარწმუნოა, ვიდრე მეცნიერთა ის დასკვნები, რომლებიც ეყრდნობა ლურსმული დამწერლობით შესრულებულ არასრულ ისტორიულ ჩანაწერებს.

[სურათი]

ბაბილონური ქრონიკა, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ძვ. წ. 617 წ. ნაბუქოდონოსორმა გაილაშქრა იერუსალიმზე, შეიპყრო მისი მეფე და თავისივე არჩეული კაცი გაამეფა.

[სურათი]

ზოგიერთი არქეოლოგის აზრით, იერუსალიმში აღმოჩენილი ეს „დამწვარი ოთახი“ თარიღდება იმავე დროით, როცა განადგურდა იერუსალიმი იუდას უკანასკნელი მეფის მმართველობისას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება