საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მიქა“
  • მიქა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მიქა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის წიგნი 33 — მიქა
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • იეჰოვას სახელით ვივლით მარადიულად!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • იეჰოვას მსახურებს ჭეშმარიტი იმედი აქვთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მიქა“

მიქა

[მიქაელის ან მიქაიას შემოკლებული ფორმა]

ამ სახელით გადმოვიდა ორი ებრაული სახელი, რომელთა დაწერილობაც ოდნავ განსხვავდება.

1. ეფრემელი კაცი, რომელმაც დაარღვია ათი მცნებიდან მერვე (გმ. 20:15) და დედას 1 100 ვერცხლი მოჰპარა. დანაშაულის აღიარებისა და ფულის უკან დაბრუნების შემდეგ დედამისმა უთხრა: „იეჰოვასთვის უნდა განვწმინდო ეს ვერცხლი ჩემი შვილის სახელზე გამოსახულებისა და ქანდაკების გასაკეთებლად; შენთვის დამიბრუნებია“. დედამისმა 200 ვერცხლი მისცა მჭედელს. „გააკეთა [მჭედელმა] გამოსახულება“ და „ჩამოასხა ქანდაკება“, რომელიც შემდეგ მიქას სახლში დადგეს. მიქამ, რომელსაც „ღმერთების სახლი“ ჰქონდა, გააკეთა ეფოდი და თერაფიმი და თავის ერთ-ერთ ვაჟს ხელი ძალაუფლებით აუვსო, რომ მღვდლად ემსახურა მისთვის. თითქოსდა ეს ყველაფერი იეჰოვას განსადიდებლად კეთდებოდა, მაგრამ ძალზე დიდი შეცდომა იყო, რადგან არღვევდა კერპთაყვანისმცემლობის ამკრძალავ კანონს (გმ. 20:4—6). ამასთან, ეს იეჰოვას კარვისა და სამღვდელოების უგულებელყოფა იყო (მსჯ. 17:1—6; კნ. 12:1—14). მოგვიანებით მიქამ მოსეს ვაჟ გერშონის შთამომავალ იონათანს თავისთან დარჩენა შესთავაზა და ეს ახალგაზრდა ლევიანი მღვდლად დაიქირავა (მსჯ. 18:4, 30). შეცდომაში შეყვანილმა მიქამ კმაყოფილებით თქვა: „ახლა ვიცი, რომ იეჰოვა სიკეთეს მიზამს“ (მსჯ. 17:7—13). მაგრამ იონათანი აარონის შთამომავალი არ იყო და მღვდლად მსახურების უფლება არ ჰქონდა. მისი მღვდლად დაქირავება მიქას კიდევ ერთი შეცდომა იყო (რც. 3:10).

იმ პერიოდში დანელები ტერიტორიას ეძებდნენ დასასახლებლად. მათ ხუთი მზვერავი გაუშვეს, რომლებიც გარკვეული ხნის შემდეგ ეფრემში მივიდნენ „მიქას სახლთან და იქ გაათიეს ღამე“. მიქას სახლთან მისულებს იონათანის ხმა ეცნოთ; გამოკითხეს, რას აკეთებდა იქ და სთხოვეს, დაჰკითხვოდა ღმერთს, მოემართებოდათ თუ არა ხელი თავიანთ გზაზე. მღვდელმა მიუგო: „მშვიდობით წადით, იეჰოვას წინაშე მიდიხართ“ (მსჯ. 18:1—6). ისინი წავიდნენ, დაზვერეს ლაიში და უკან დაბრუნებულებმა თავიანთ ძმებს უამბეს, რაც გაიგეს. შემდეგ ეს ხუთი მზვერავი და 600 დანელი შეიარაღებულები გაემართნენ იმ ქალაქისკენ. გზად მათ მიქას სახლთან გაიარეს. მზვერავებმა უთხრეს თავიან ძმებს, რომ მიქას საკულტო ნივთები ჰქონდა სახლში და მათი მითვისება შესთავაზეს. დანელებმა წაიღეს ეს ნივთები და ლევიანიც დაარწმუნეს, რომ ერთი კაცის მღვდლობას ისრაელის მთელი ტომისა და საგვარეულოს მღვდლობა სჯობდა. შემდეგ თან წაიყვანეს ის, წაიღეს ეფოდი, თერაფიმი და გამოსახულება და თავიანთ გზას დაადგნენ (მსჯ. 18:7—21).

მალევე მიქა თავის ხალხთან ერთად დაედევნა დანელებს და დაეწია. დანელების კითხვაზე, რაში იყო საქმე, მიქამ უპასუხა: „ჩემი გაკეთებული ღმერთები წაიღეთ, მღვდელიც წაიყვანეთ, და მე რაღა დამრჩა?!“. მაშინ დანელები დაემუქრნენ მიქას, რომ, თუ არ შეწყვეტდა მათ დევნასა და მათთან დავას, თავს დაესხმებოდნენ. დანელები მიქას რაზმზე გაცილებით ძლიერები იყვნენ, ამიტომ მიქა შინ გაბრუნდა (მსჯ. 18:22—26). დანელებმა გაანადგურეს ლაიში და გადაწვეს, ხოლო მის ადგილას ააგეს ქალაქი დანი. იონათანი და მისი ვაჟები დანელების მღვდლები გახდნენ, რომელთაც „აღმართული ჰქონდათ მიქას გაკეთებული გამოსახულება მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ჭეშმარიტი ღვთის სახლი [კარავი] შილოში იყო“ (მსჯ. 18:27—31).

2. კეჰათელი ლევიანი უზიელის საგვარეულოდან; ის იყო ამ საგვარეულოს თავკაცი, მისი ძმა იშია კი — მეორე კაცი იყო, როცა დავითმა ლევიანებს მოვალეობები დაუნაწილა (1მტ. 23:6, 12, 20; 24:24, 25).

3. მეფიბოშეთის (მერიბ-ბაალი) ვაჟი და მეფე საულის ვაჟ იონათანის შვილიშვილი; მიქას ვაჟები იყვნენ ფითონი, მელექი, თარეა (თახრეა) და ახაზი (2სმ. 9:12; 1მტ. 8:33—35; 9:39—41).

4. რეუბენელი; შიმეის ვაჟი და რეაიას მამა; მისი შთამომავალი ბეერაჰი რეუბენის ტომის თავკაცი იყო, რომელიც ასურეთის მეფე თილგათ-ფილნესერმა (ტიგლათფილესერ III) გადაასახლა (1მტ. 5:1, 3—6; 2მფ. 15:29).

5. აბდონის (აქბორი) მამა; მას აგრეთვე ეწოდება მიქაია, რომელიც მისი სახელის უფრო გრძელი ფორმაა (2მტ. 34:20; 2მფ. 22:12).

6. ამავე სახელით ცნობილი ბიბლიის წიგნის დამწერი; იუდას მეფეების — იოთამის, ახაზისა და ხიზკიას დროს ის იეჰოვას წინასწარმეტყველი იყო (ძვ. წ. 777—717). ის იყო წინასწარმეტყველ ოსიასა და ესაიას თანამედროვე. უცნობია, რამდენ ხანს მსახურობდა ის წინასწარმეტყველად. თავისი სახელით წოდებული წიგნის დაწერის შემდეგ, სავარაუდოდ ხიზკიას მეფობის მიწურულს, მან წინასწარმეტყველად მსახურება დაასრულა (მქ. 1:1; ოს. 1:1; ეს. 1:1).

მიქა ცხოვრობდა სოფელ მორეშეთში, რომელიც იერუსალიმის სამხრ.-დას-ით მდებარეობდა (იერ. 26:18). შეფელას ნაყოფიერი ტერიტორიის მკვიდრი წინასწარმეტყველისთვის კარგად იყო ცნობილი სოფლის ცხოვრება, საიდანაც ადვილად გასაგებ მაგალითებს იღებდა (მქ. 2:12; 4:12, 13; 7:1, 4, 14). ის წინასწარმეტყველებდა მღელვარე პერიოდშიც, როცა ისრაელსა და იუდაში ცრუთაყვანისმცემლობა და უზნეობა ყვაოდა და მაშინაც, როცა მეფე ხიზკია რელიგიურ რეფორმებს ატარებდა (2მფ. 15:32—20:21; 2მტ. 27—32). „იეჰოვას სიტყვა, რომელიც გამოეცხადა მორეშეთელ მიქას“, გაფრთხილება იყო სამარიისთვის, რომ „მინდორში დაყრილ ნანგრევების გროვად“ იქცეოდა. მიქა აგრეთვე წინასწარმეტყველებდა: „მინდორივით გადაიხვნება სიონი, ნანგრევების გროვად იქცევა იერუსალიმი“ (მქ. 1:1, 6; 3:12). მიუხედავად იმისა, რომ იუდასა და იერუსალიმის განადგურება მიქას დროიდან მრავალი წლის შემდეგ, ძვ. წ. 607 წელს მოხდა, ის ალბათ საკუთარი თვალით ნახავდა ძვ. წ. 740 წელს სამარიის ნაწინასწარმეტყველებ განადგურებას (2მფ. 25:1—21; 17:5, 6).

7. ერთ-ერთი ლევიანი (ან მისი წინაპარი), რომელმაც ბეჭდის დასმით დაადასტურა „მტკიცე შეთანხმება“ ნეემიას დროს (ნემ. 9:38; 10:1, 9, 11).

8. ლევიანი, ასაფის შთამომავალი და ზიქრის ვაჟი (ზიქრის აგრეთვე ეწოდებოდა ზაბდი და ზაქური); მიქა მათანიას მამა იყო. მას მიქაიაც ერქვა (1მტ. 9:14, 15; ნემ. 11:17, 22; 12:35).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება