საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „რძე“
  • რძე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რძე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • დედის რძე
    ვინ შექმნა?
  • ყველი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • კარაქი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „რძე“

ᲠᲫᲔ

მდედრი ძუძუმწოვრის პროდუქტი მისივე ნაშიერის გამოსაკვებად. რძეს ადამიანებიც იყენებენ საკვებად (დბ. 18:8; მსჯ. 4:19; 5:25). რძის შესატყვის ებრაულ სიტყვაში იგულისხმება ახალი რძე, რაც განსხვავდება ხაჭოს, ყველისა და კარაქისგან (კნ. 32:14; 2სმ. 17:29; იობ. 10:10; იგ. 27:27). თუმცა, რძეზე საუბრისას ბიბლია არ აკონკრეტებს ძროხის რძეზეა საუბარი, ცხვრის რძეზე თუ თხის რძეზე (ეზკ. 25:4; 1კრ. 9:7). არაჟანს ან ხაჭოს ხშირად თაფლს ამატებდნენ და როგორც გამაგრილებელ სასმელს, ისე სვამდნენ. როცა დავითმა თავის ძმებს ბანაკში საჭმელი წაუღო, ათასისთავს „ათი ულუფა რძე“ (1სმ. 17:17, 18; აქ, 2006; სქ.) მიუტანა. ათ ულუფა რძეში, როგორც ჩანს, ათი ახალი შეწურული ყველი იგულისხმებოდა. ბიბლიის ახალი ქვეყნიერების გადამუშავებულ თარგმანში (2020) წერია „ათი თავი ყველი“.

რატომ კრძალავდა კანონი თიკნის მოხარშვას დედის რძეში?

მოსეს კანონის თანახმად თიკნის მოხარშვა დედის რძეში აკრძალული იყო (კნ. 14:21). ეს აკრძალვა ორჯერ მეორდება, როცა იეჰოვა პირველნაყოფის შეწირვაზე საუბრობს (გმ. 23:19; 34:26).

არსებობს მოსაზრება, რომ თიკნის დედის რძეში მოხარშვა წარმართულ, კერპთაყვანისმცემლურ და მაგიურ რიტუალებს უკავშირდებოდა, თუმცა დღემდე ამის დამამტკიცებელი ფაქტები არ მოიპოვება.

სხვა მოსაზრების თანახმად, ეს კანონი ხაზს უსვამდა იმას, რომ ბუნებაში ყველაფრისთვის არის დადგენილი წესი, რომლის დაცვაც სავალდებულოა. ღმერთმა დედის რძე ნაშიერის გამოსაკვებად დაადგინა. საკვების მოსამზადებლად დედის რძეში მისივე ნაშიერის მოხარშვა ნაშიერის საზიანოდ მიმართული და ღვთის მიერ დადგენილი ბუნებრივი კანონზომიერების საპირისპირო მოქმედება იქნებოდა.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მისცა ღმერთმა ასეთი აკრძალვა ისრაელს, შესაძლოა, მდგომარეობდა იმაში, რომ მის ხალხს თანაგრძნობა ესწავლა. ეს მოსაზრება სრულ თანხმობაშია მოსეს კანონში მიცემულ სხვა მითითებებთანაც, რომელთა თანახმადაც ცხოველი მანამ არ უნდა აღევლინათ მსხვერპლად, სანამ დედასთან სულ მცირე შვიდი დღე არ იქნებოდა (ლვ. 22:27); აგრეთვე იკრძალებოდა დედისა და ნაშიერის დაკვლა და შეწირვა ერთ დღეს (ლვ. 22:28); ასევე აკრძალული იყო ბუდიდან დედის აყვანა თავის ბარტყებთან ან კვერცხებთან ერთად (კნ. 22:6, 7).

წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. ემანუელთან დაკავშირებით ნაწინასწარმეტყველები იყო: „და, რაკი უხვად ექნება რძე, კარაქს შეჭამს; ქვეყანაში დარჩენილებს კარაქი და ველური თაფლიღა ექნებათ საჭმელად“. ასეთი მდგომარეობა იქნებოდა მას შემდეგ, რაც ასურელები იუდას მიწას გააპარტახებდნენ. ერთ დროს აყვავებულ მიწას სარეველა მოედებოდა. ამიტომ, იმ მიწაზე დარჩენილებს მოუწევდათ თავის გატანა მცირე რაოდენობის რძის პროდუქტებითა და ველური თაფლით. რამდენადაც საძოვარი ადგილები გაფართოვდებოდა, გადარჩენილი ცხოველები ბევრს მოიწველიდნენ მკვეთრად შემცირებული მოსახლეობისთვის (ეს. 7:20—25; შდრ. ეს. 37:30—33).

გადატანითი მნიშვნელობა. ხშირად ბიბლიაში რძე გამოიყენება გადატანითი მნიშვნელობით (დბ. 49:12; ქბ. 5:12; გდ. 4:7). რძით არის მოხსენიებული ერებისა და ხალხების რესურსები (ეს. 60:16). აღთქმული მიწა მოიხსენიება ისეთ ადგილად, სადაც „რძე და თაფლი მოედინება“, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იეჰოვას კურთხევით მიწა ნაყოფიერი და უხვმოსავლიანი იყო (გმ. 3:8; კნ. 6:3; იეს. 5:6; იერ. 11:5; ეზკ. 20:6; იოლ. 3:18). წიგნ „ქებათა ქებაში“ მწყემსი ბიჭი თავისი შულამელი შეყვარებულის შესახებ ამბობს, რომ რძე და თაფლი აქვს ენაზე, რითაც იმის ხაზგასმა სურს, რომ გოგონას სასიამოვნო საუბარი ახასიათებს (ქბ. 4:11).

გამომდინარე იქიდან, რომ რძე ხელს უწყობს ჩვილის გაზრდას, ქრისტიანული მოძღვრებების ძირითადი სწავლებები შედარებულია რძესთან, რომლითაც იკვებებიან ისინი, ვინც სულიერად „ბავშვები“ არიან. ასეთი კვება მათ ამზადებს იმისთვის, რომ გადავიდნენ „მყარ საკვებზე“ ანუ ჩასწვდნენ ღრმა სულიერ საკითხებს (1კრ. 3:2; ებ. 5:12—14). პეტრე მოციქულმა ქრისტიანებს მოუწოდა: „როგორც ახალშობილებმა, შეიყვარეთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძე“. რატომ? არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოწიფული ქრისტიანები გამხდარიყვნენ, არამედ „გადასარჩენადაც“, ანუ იმისათვისაც, რომ თავიანთი მოწოდების ღირსად ეცხოვრათ (1პტ. 2:2; 2პტ. 1:10). ესაიას 55:1-ში ღმერთი მოუწოდებს სულიერს მოწყურებულ ადამიანებს, რომ აიღონ ეს სულიერი „რძე“, რომელიც ხელს უწყობს მათ სულიერ ზრდას და რომელიც ღვთის დაუმსახურებელი სიკეთის წყალობით „უფულოდ და უსასყიდლოდ“ ეძლევათ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება