საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მსახურება“
  • მსახურება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მსახურება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • „წმინდათა მომსახურება“
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
  • დახმარება (გაჭირვებულთა)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსახური
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ჩვენი მსახურების ნაწილია
    ღვთის სამეფო მმართველობს!
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მსახურება“

მსახურება

საქმე, რომელსაც ასრულებს მსახური ან უფლებამოსილი პირის მოხელე. ძველ ისრაელში იეჰოვას მსახურებას ლევიანები ეწეოდნენ. წინასწარმეტყველებიც მსახურები იყვნენ (კნ. 10:8; 21:5; იხ. ლევიანები; მსახური; მღვდელი). თუმცა იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის შემდეგ ახალი სახის მსახურებას მიეცა დასაბამი — მის მიმდევრებს ყველა ერიდან მოწაფეები უნდა მოემზადებინათ (მთ. 28:19, 20). ასე რომ, ქრისტიანებს ღვთისგან გაუცხოებული ქვეყნიერებისთვის ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან შერიგების ცნობა უნდა ეხარებინათ (2კრ. 5:18—20).

ისინი, ვინც „შერიგების მსახურებას“ ეხმაურებოდა (2კრ. 5:18), სწავლებას, მომზადებასა და სათანადო ხელმძღვანელობას საჭიროებდნენ, რათა რწმენა განემტკიცებინათ და თავადაც მოემზადებინათ მოწაფეები (შდრ. 2ტმ. 4:1, 2; ტიტ. 1:13, 14; 2:1; 3:8). ამიტომ ზეცად ამაღლების შემდეგ კრების თავმა, ქრისტე იესომ, თავის მიმდევრებს მისცა „ძღვენი ადამიანთა სახით“, კერძოდ, მოციქულები, წინასწარმეტყველები, მახარობლები, მწყემსები და მასწავლებლები „წმინდების გამოსასწორებლად, მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ (ეფ. 4:7—16; იხ. ძღვენი ღვთისგან).

კრებაში მსახურება მატერიალურად გაჭირვებული სამაგალითო და-ძმების დახმარებასაც მოიცავდა. ამ სახის მსახურება სტეფანესა და კიდევ ექვს სანდო მამაკაცს მიანდეს, რომლებსაც ქრისტიანი ქვრივებისთვის საკვები უნდა გაენაწილებინათ (სქ. 6:1—6). მოგვიანებით მაკედონიისა და აქაიის კრებებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ სახის მსახურებაში და იუდეაში მცხოვრებ გაჭირვებულ და-ძმებს დაეხმარნენ (2კრ. 8:1—4; 9:1, 2, 11—13). ვინაიდან შეგროვებული შეწირულობა იერუსალიმში პავლეს უნდა ჩაეტანა, მისი გაწეული მსახურება მოსაწონი რომ ყოფილიყო წმინდების თვალში, მან რომში მყოფ ძმებს სთხოვა მისთვის ელოცათ (რმ. 15:25, 26, 30, 31).

ამ მოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე სირიის ანტიოქიაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა მსგავსი სიყვარული გამოიჩინეს და იუდეაში მცხოვრებ და-ძმებს დიდი შიმშილობის დროს მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს (სქ. 11:28—30).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება