საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ჭრელი ხალხი“
  • ჭრელი ხალხი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჭრელი ხალხი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • უცხოელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „დროებით მცხოვრებლები“ გაერთიანებული არიან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • „ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • გამოსვლა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ჭრელი ხალხი“

ჭრელი ხალხი

უცხოელების ჯგუფი, რომელიც ისრაელთან ერთად გამოვიდა ეგვიპტიდან (გმ. 12:37, 38; შდრ. გმ. 12:43—49). მათგან ზოგი შესაძლოა ეგვიპტელი ან სხვა ეროვნებისა იყო, რომელთაც იეჰოვას მიერ ეგვიპტეზე დატეხილი არაერთი სასჯელის შემდეგ არჩიეს ჭეშმარიტ ღმერთსა და ისრაელ ერთან ყოფნა. ამ ჯგუფში იქნებოდნენ ისრაელებზე დაქორწინებული ეგვიპტელებიც და მათი შვილებიც. მაგალითად, დანისტომელი შელომითი გათხოვილი იყო ეგვიპტელ კაცზე და მასთან სულ მცირე ერთი ვაჟი ჰყავდა (ლვ. 24:10, 11).

ეს გამოთქმა აგრეთვე გვხვდება რიცხვების 11:4-ში და ნიშნავს ჯგუფს, ჯგროს. უეჭველია, წარმოშობამ და უდაბნოში ხეტიალის დროს განცდილმა სირთულეებმა განაპირობა მათში უკმაყოფილების სულის განვითარება, რაც უთანხმოებების მიზეზი გახდა. მათ გულისთქმას ისრაელებიც აჰყვნენ, ტიროდნენ და ამბობდნენ: „რა კარგი იყო, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში თევზს, კიტრს, საზამთროს, პრასს, ხახვსა და ნიორს! ახლა კი სული გვძვრება, ჩამოვხმით. მანანას მეტს ვერაფერს ხედავს ჩვენი თვალი“ (რც. 11:4—6).

ნეემიას 13:3-სა და იერემიას 25:20-ში ფრაზა „ჭრელი ხალხი“ არაისრაელებზე მიუთითებს. აქედან პირველ მუხლში იგულისხმებიან მოაბელები და ამონელები (ნემ. 13:1). ალბათ, მათ შორის იყვნენ ამ უცხოელების შვილებიც (ნახევრად ისრაელები). ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ უფრო ადრე ისრაელებმა გაუშვეს უცხოელი ცოლები და მათი ვაჟები (ეზრ. 10:44).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება