ნიბხაზი
ღვთაება, რომელსაც ეთაყვანებოდნენ აველები, ათტომიანი სამეფოს დაცემისა და ისრაელების გადასახლების შემდეგ ასურეთის მეფის მიერ სამარიაში ჩასახლებული ხალხი (2მფ. 17:24—31). გარდა იმისა, რასაც ბიბლია ნიბხაზზე ამბობს, უცნობია, თუ რისი ღვთაება იყო იგი და როგორ გამოსახავდნენ მას.