საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ნიკოპოლისი“
  • ნიკოპოლისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნიკოპოლისი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ტიტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიის წიგნი 56 — ტიტე
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • ტიტე — ‘თანამშრომელი თქვენთან’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • არტემა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ნიკოპოლისი“

ᲜᲘᲙᲝᲞᲝᲚᲘᲡᲘ

[გამარჯვების ქალაქი]

ქალაქი, რომელშიც მოციქულმა პავლემ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს გამოზამთრება გადაწყვიტა და სადაც ტიტესაც სთხოვა, ჩასულიყო მასთან (ტიტ. 3:12). ტიტესადმი მიწერილი წერილის ბოლოს „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ ნათქვამია, რომ ეს წერილი მაკედონიის ქალაქ ნიკოპოლისში დაიწერა, თუმცა უძველეს ხელნაწერებში მსგავს აზრს არსად ვხვდებით. პავლეს ნამდვილად არ დაუწერია ეს წერილი ნიკოპოლისში, რადგან ტიტეს 3:12-დან ჩანს, რომ როცა ამ წერილს წერდა, პავლე ჯერ არ იყო იქ ჩასული, უბრალოდ გადაწყვეტილი ჰქონდა იქ გამოეზამთრა.

ნიკოპოლისი არაერთ ძველ ქალაქს ერქვა. ბიბლიაში მოხსენიებულ ნიკოპოლისს გეოგრაფიული აღწერილობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად შეესაბამება ეპირის ნიკოპოლისი, რომელიც მდებარეობდა საბერძნეთის ჩრდ.-დას. ნაწილში არსებულ ნახევარკუნძულზე, ქალაქ პრევეზას ჩრდ.-ით დაახლ. 10 კმ-ში. რამდენადაც ნიკოპოლისი დიდი ქალაქი იყო, პავლესთვის ის ხელსაყრელი ადგილი იქნებოდა სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. ქალაქი მოხერხებულ ადგილზე მდებარეობდა და იქ ადვილად ჩავიდოდა პავლეც, რომელიც როგორც ჩანს, იმ დროს მაკედონიაში იმყოფებოდა, და კრეტაზე მყოფი ტიტეც. შესაძლოა, პავლე ნიკოპოლისში შეიპყრეს და გადაიყვანეს რომში, სადაც სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.

ნიკოპოლისი ძვ. წ. 31 წელს გაიუს ოქტავიანემ (ავგუსტუსი) დააარსა მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრას დამარცხების უკვდავსაყოფად. ეს სამხედრო-საზღვაო ბრძოლა აქციუმთან ახლოს გაიმართა. ამ ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას უკავშირდებოდა აგრეთვე მის მიერვე შემოღებული აქციუმის თამაშები, რომლებიც ღვთაება აპოლონის პატივსაცემად იმართებოდა. ქალაქი ნიკოპოლისი გაშენებული იყო იმ ადგილას, სადაც რომაელები იყვნენ დაბანაკებულნი; ხოლო იქ, სადაც ოქტავიანეს კარავი იყო გაშლილი, მან ტაძარი აუგო ღვთაება ნეპტუნს. როგორც ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იტყობინება, ქალაქის შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი აშენდა ჰეროდე დიდის სურვილით და მისი ფინანსური მხარდაჭერით („იუდეველთა სიძველენი“, XVI, 5. 3).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება