ნოხა
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს დასვენებას, დავანებას]
ბენიამინის ვაჟების ჩამონათვალში მეოთხე (1მტ. 8:1, 2); ვინაიდან ის არ მოიხსენიება დაბადების 46-ე თავში, შეიძლება ის ოჯახის ეგვიპტეში გადასვლის შემდეგ დაიბადა. ზოგი ვარაუდობს, რომ ნოხა შეფუფამის მეორე სახელია ან მისი შთამომავალი (რც. 26:39).