საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ცხვირი, ნესტოები“
  • ცხვირი, ნესტოები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ცხვირი, ნესტოები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • საცხვირე რგოლი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ძაღლის ყნოსვის არაჩვეულებრივი უნარი
    ვინ შექმნა?
  • აფაიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გაკვეთილი 6
    ჩემი ბიბლიური გაკვეთილები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ცხვირი, ნესტოები“

ᲪᲮᲕᲘᲠᲘ, ᲜᲔᲡᲢᲝᲔᲑᲘ

ცხვირი არის ყნოსვის ორგანო; სასუნთქი გზების საწყისი ნაწილი.

შექმნის დროს ღმერთმა ადამს „ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა [ებრ. სიტყვის ნეშამაჰ ერთ-ერთი ფორმა] და იგი ცოცხალ სულად იქცა“ (დბ. 2:7). „სიცოცხლის სუნთქვამ“ არა მხოლოდ ფილტვები აავსო ჰაერით, არამედ სხეულს სასიცოცხლო ძალაც მისცა, რომელიც სუნთქვის მეშვეობით ნარჩუნდება. სუნთქვა, რომელიც ცხვირის მეშვეობით ხდება, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია; ის გვინარჩუნებს სასიცოცხლო ძალას. წარღვნის დროს „მოისპო ხმელეთზე ყოველივე, რაც სუნთქავდა“ (დბ. 7:22).

ებრაულ სიტყვაში აფ, რომელიც ნიშნავს ცხვირს ან ნესტოებს, ხშირად მთელი სახე იგულისხმება. ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ადამს საკუთარი თავის გამოსაკვებად მიწა „პიროფლიანს“ [სიტყვასიტყვით ნიშნავს ცხვირს ან ნესტოებს] უნდა დაემუშავებინა (დბ. 3:19). როცა ლოტთან ანგელოზები მივიდნენ, ის მათ წინაშე პირქვე (ცხვირით ქვემოთ) დაემხო (დბ. 19:1).

ყნოსვისა და გემოს შეგრძნება. ყნოსვის ველი მდებარეობს ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში, სადაც განლაგებულია ყნოსვის ნერვის ბუსუსისმაგვარი რეცეპტორები; იქვეა სამწვერა ნერვის რეცეპტორებიც. ყნოსვის შეგრძნება ადამიანს მძაფრი აქვს. ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში ნათქვამია: „ნათელია, რომ ყნოსვა ქიმიური შეგრძნებაა და ყველასთვის ცნობილია, რომ ცხვირს ყნოსვის მაღალი მგრძნობელობა აქვს. ცხვირის უნარი, განასხვავოს და განსაზღვროს ნივთიერებები, ქიმიკოსებისთვის დაუჯერებელ რაღაცას წარმოადგენს, რადგან ლაპარაკია რთულ შენაერთებზე, რომელთა ლაბორატორიულ ანალიზს შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. ცხვირი ამ ნივთიერებებს მყისვე განსაზღვრავს მაშინაც კი, თუ მათი კონცენტრაცია იმდენად მცირეა (გრამის ათ მემილიონედზე ნაკლები), რომ დღეისათვის ყველაზე მგრძნობიარე ლაბორატორიულ ხელსაწყოებსაც კი უჭირთ მათი აღმოჩენა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ანალიზსა და განსაზღვრაზე“ (Scientific American, თებერვალი, 1964, გვ. 42).

გარდა ამისა, ცხვირი დიდ როლს თამაშობს გემოს შეგრძნებაში. არსებობს ოთხი ძირითადი გემო: ტკბილი, მარილიანი, მჟავე და მწარე. მათი ამოცნობა ხდება პირის ღრუში არსებული გემოვნების ბოლქვების მეშვეობით. მაგრამ საკვების არომატით ტკბობა, ძირითადად, ყნოსვის შეგრძნების დამსახურებაა. მაგალითად, თუ ადამიანი ცხვირით ვერ სუნთქავს, უჭირს ორი სახის საკვების ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან მისთვის ყველაფერს ერთნაირი გემო აქვს.

სილამაზე. ცხვირი სახის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ამიტომ ლამაზი ცხვირი სახეს უფრო მიმზიდველს ხდის. წიგნ „ქებათა ქებაში“ შულამელი გოგოს ცხვირი „ლიბანის კოშკთან“ არის შედარებული, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებს, რომ მას სიმეტრიული ცხვირი ჰქონდა, რომელიც მის სახეს ღირსებასა და სილამაზეს ჰმატებდა. ღმერთი ითხოვდა, რომ ისრაელი მღვდლები უნაკლოები ყოფილიყვნენ, რადგან ისინი ღმერთს ხალხის წინაშე წარადგენდნენ. ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, მღვდელი არ უნდა ყოფილიყო ცხვირდასახიჩრებული (ლვ. 21:18).

სიმბოლური მნიშვნელობა. ცხვირის ან ნესტოს აღმნიშვნელი სიტყვა აფ ხშირად გადატანითი მნიშვნელობით რისხვასაც აღნიშნავს (რადგან გაბრაზებული ადამიანი ნესტოებიდან ერთბაშად უშვებს ჰაერის ნაკადს; იხ. ᲠᲘᲡᲮᲕᲐ). ის აგრეთვე გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საუბარია, რომ იეჰოვა რაღაცას განრისხებული აკეთებს (ფს. 18:8, 15), ან როდესაც იეჰოვა თავის ძლიერ მოქმედ ძალას იყენებს (გმ. 14:21; 15:8).

როდესაც ისრაელი ამაზრზენ კერპთაყვანისმცემლობაში ჩაება, იეჰოვას რისხვა აინთო მათზე. ამის შესახებ იეჰოვამ ესაია წინასწარმეტყველის პირით თქვა: „ისინი კვამლი არიან ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, მთელი დღე რომ გიზგიზებს“ (ეს. 65:5).

იგავების 30:32, 33-ში წერია: „თუ უგუნურად მოიქეცი და საკუთარი თავი განადიდე, ან, თუ ეს გქონდა განზრახული, მაშინ პირზე ხელი აიფარე. რძის ნჯღრევით კარაქი გამოდის, ცხვირის ჭყლეტით — სისხლი, ბრაზის ნთხევით კი — ჩხუბი“. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ის ადამიანი, რომელიც მზაკვრულად საუბრობს, ბოღმას იდებს გულში ან თავშეუკავებელია. აქ გამოყენებული სიტყვათა თამაში, რომელიც ბრაზად ითარგმნა, ებრაულად არის სიტყვა „ცხვირის“ გაორმაგებული ფორმა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება