საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „აბდია (ბიბლიის წიგნი)“
  • აბდია (ბიბლიის წიგნი)

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აბდია (ბიბლიის წიგნი)
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის წიგნი 31 — აბდია
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • იეჰოვა რისხვას ანთხევს ერებზე
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
  • ედომი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აბდიას მოკლე შინაარსი
    ბიბლია
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „აბდია (ბიბლიის წიგნი)“

ᲐᲑᲓᲘᲐ (ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲘ)

ეს არის ებრაული წერილების ყველაზე მოკლე წინასწარმეტყველური წიგნი. აბდიას (მის შესახებ სახელის გარდა არაფერია ცნობილი) წიგნი შეიცავს იეჰოვას მიერ ედომის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს, ამ განაჩენის მიზეზსა და „იაკობის სახლის“ აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველებას. აბდიას წინასწარმეტყველების სიზუსტეზე მოწმობს ედომელების, როგორც ერის მოსპობა და ისრაელების თავიანთ სამშობლოში დაბრუნება (აბდ. 17, 18; იხ. ᲔᲓᲝᲛᲘ, ᲔᲓᲝᲛᲔᲚᲘ).

წინასწარმეტყველების მიზეზი გახდა დამარცხებული იუდას ძეების მიმართ ედომელების მტრული დამოკიდებულება. ედომელები ისრაელებს თავიანთი წინაპრის, ესავის ხაზიდან ენათესავებოდნენ. მათ უხაროდათ იუდას უბედურება, იტაცებდნენ მათ ქონებას, ხელს უშლიდნენ ქვეყნიდან გაქცევაში და მტრის ხელში ყრიდნენ (აბდ. 12—14). აბდიას წინასწარმეტყველების შედარება იერემიასა და (25:15—17, 21, 27—29; 49:7—22) ეზეკიელის სიტყვებთან (25:12—14; 35:1—15) ცხადყოფს, რომ მასში აღწერილი მოვლენები ხდებოდა ბაბილონის ჯარის მიერ იერუსალიმის განადგურებისას. შესაბამისად, წიგნი დაახლოებით ძვ. წ. 607 წელს დაიწერებოდა.

აბდიას მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებიდან ბევრი იერემიას წიგნშიც ეწერა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველება ედომზე აუცილებლად შესრულდებოდა (შდრ. დბ. 41:32).

[ჩარჩო]

მნიშვნელოვანი აზრები აბდიადან

წიგნი შეიცავს იეჰოვას განაჩენს ედომის წინააღმდეგ და აღორძინების შესახებ იეჰოვას ხალხისთვის მიცემულ დაპირებას.

დაიწერა დაახლ. ძვ. წ. 607 წელს, ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურების წელს.

ედომი მონაწილეობდა იაკობის შთამომავლების წინააღმდეგ ძალადობაში

ედომი განზე იდგა, როცა იერუსალიმი დაიპყრეს და მისი მოსახლეობა ტყვედ წაასხეს (მუხლები 10, 11).

მას არ უნდა გაეხარა იუდას უბედურებით, არ უნდა მიეღო მონაწილეობა ღვთის ხალხის ძარცვაში და მტრისთვის არ უნდა გადაეცა გადარჩენილები (მუხლები 12—14).

ედომს უბედურება დაატყდება

იეჰოვა მოუწოდებს ერებს, აღდგნენ ედომის წინააღმდეგ საბრძოლველად (მუხლი 1).

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით უსაფრთხოდ ცხოვრობს, ედომი ძირს იქნება დანარცხებული (მუხლები 2—4).

ქურდები და მოსავლის ამღებნი ბოლომდე არ იღებენ ყველაფერს, ედომი კი დაცემის დროს მთლიანად გაიძარცვება. მას შეცდომაში შეიყვანენ ისინი, ვისთანაც შეთანხმება ჰქონდა დადებული და დაუხოცავენ ბრძენკაცებსა და ვაჟკაცებს (მუხლები 5—9).

ესავს ისევე მოექცევიან, როგორც ის მოექცა იუდას. ესავის სახლიდან არავინ გადარჩება (მუხლები 15, 18).

იაკობის სახლი აღორძინდება

სიონი განიწმინდება. იაკობის სახლი იქცევა ცეცხლად, რომელიც ნამჯასავით შთანთქავს ესავის სახლს (მუხლები 17, 18).

იეჰოვას აღორძინებული ხალხი „თავის კუთვნილს დაეუფლება“, მათ შორის „ედომის მთიან მხარეს“ (მუხლები 19, 20).

მეფობა იეჰოვასი იქნება (მუხლი 21).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება