ოზნი
[შესაძლოა აზანიას შემოკლებული ფორმა]
გადის ვაჟი და ოზნელთა საგვარეულოს მამამთავარი, რომელთა აღრიცხვაც უდაბნოში ისრაელის მეორე აღწერის დროს მოხდა (რც. 26:15, 16). გადის ვაჟების პირველ ჩამონათვალში ოზნი მოხსენიებულია ეცბონად (დბ. 46:16). „რიცხვებში“ გადის ვაჟებიდან რამდენიმეს სახელი განსხვავებულად წერია.