საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მარგალიტი“
  • მარგალიტი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მარგალიტი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ‘ერთი ძვირფასი მარგალიტის პოვნა’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • მათ „უძვირფასესი მარგალიტი“ იპოვეს
    ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
  • მოლუსკის ნიჟარა
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • „ძვირფასი მარგალიტის“ ძიება დღეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მარგალიტი“

ᲛᲐᲠᲒᲐᲚᲘᲢᲘ

გლუვი, შედარებით მაგარი, სფეროსებრი, უმეტესად თეთრი ფერის რბილი, გარდამავალი ბზინვარების მქონე ძვირფასი ქვა, რომელიც ძველი დროიდან მოყოლებული სამკაულად გამოიყენება (1ტმ. 2:9; გმც. 17:4; 18:11, 12, 15, 16; 21:2, 21). მარგალიტი არის კალციუმის კარბონატის გამაგრებული წარმონაქმნი, რომელიც ყალიბდება ხამანწკისა და ზოგიერთი სხვა მოლუსკის სხეულში. როდესაც უცხო სხეული, მაგალითად ქვიშის მარცვალი ან პატარა პარაზიტი, ხვდება მოლუსკის სხეულსა და ნიჟარას შორის, მოლუსკის ორგანიზმში ხდება სადაფის სახელით ცნობილი კირქვისებრი ნივთიერების გამოყოფა, რომლითაც ეს გამაღიზიანებელი უცხო სხეული შემოიზრდება. გამაგრებული ფენები, რომლებიც ძირითადად შედგება იმავე ნივთიერებისგან, რისგანაც ნიჟარა, უცხო სხეულის — ერთგვარი „ბირთვის“ გარშემო შემოიზრდება. თუკი „ბირთვი“ არ მიეკვრება ნიჟარას იმ შრის კუმშვის გამო, რომლითაც ნიჟარის შიდა ზედაპირია დაფარული, მაშინ წლების განმავლობაში წარმოიქმნება მშვენიერი მარგალიტი.

ძვირფასი მარგალიტები წარმოიქმნება ზღვის მემარგალიტეების სახელით ცნობილ მოლუსკებში, რომლებიც ბინადრობენ თითქმის ყველა თბილ ტროპიკულ წყლებში, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურეში ბაჰრეინის გარშემო და წითელ ზღვაში.

გადატანითი მნიშვნელობა. ბიბლიაში მარგალიტები ზოგჯერ გადატანითი მნიშვნელობით არის მოხსენიებული. მაგალითად, იმაზე საუბრისას, თუ რამდენად აღმატებულია ჭეშმარიტი სიბრძნე, იობმა თქვა: „ქისა მარგალიტიც კი ვერ შეედრება ქისა სიბრძნეს“ (იობ. 28:18). მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემ შემდეგი რჩევა მისცა მსმენელებს: „ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს, რათა ზედ არ შედგნენ, მერე კი თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ“ (მთ. 7:6). როგორც ჩანს, იესო იმას გულისხმობდა, რომ თუ ვინმე არ აფასებდა სულიერს, როგორც ამას ძაღლი და ღორი აკეთებს, ქრისტიანს უნდა შეეწყვიტა მასთან სულიერ თემებზე საუბარი. ასეთი ხორციელი პიროვნება, ასე ვთქვათ, ფეხით თელავდა სულიერს და შეურაცხყოფდა ან ზიანს აყენებდა ყველას, ვინც ეცდებოდა მასთან საუბარს. გარდა ამისა, იესომ ხაზი გაუსვა ზეციერი სამეფოს აღმატებულებას, როდესაც მაგალითი მოიყვანა მარგალიტზე; ის იმდენად ძვირფასი იყო, რომ ვაჭარმა, რომელმაც ის იპოვა, ყველაფერი გაყიდა მის შესაძენად (მთ. 13:45, 46). ამგვარად, იესომ დაგვანახვა, რომ ის, ვისაც კარგად ესმის ზეციერი სამეფოს ფასეულობა, ყველაფერს გააკეთებს სამეფოსთან დაკავშირებული კურთხევების მისაღებად (შდრ. 11:12; ლკ. 13:23—25; ფლ. 3:8—11).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება