საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ფედაია“
  • ფედაია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფედაია
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • შეალთიელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იესო ქრისტეს გენეალოგია [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ზებიდა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ფაროში [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ფედაია“

ფედაია

[ნიშნავს: იეჰოვამ გამოისყიდა].

1. მამა იოელისა, რომელიც დავითის მეფობის დროს იორდანის დასავლეთით მცხოვრები მენაშეს ტომის ნახევრის მთავარი იყო (1მტ. 27:20, 22).

2. იეჰოიაკიმის დედის, ზებიდას მამა; ცხოვრობდა რუმაში (2მფ. 23:36).

3. მეფე იეჰოიაქინის (იექონია) ძე; მესამეა სიაში, სადაც ჩამოთვლილი არიან მეფის ვაჟები, რომლებიც მას ბაბილონში შეეძინა. ფედაია გამგებელ ზერუბაბელის მამა იყო და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი რგოლი იესომდე მიმყვან გენეალოგიურ ხაზში (1მტ. 3:17—19). ბიბლიაში არ იხსნება, თუ რატომ მოიხსენიება ზერუბაბელი ფედაიას ძმის, შეალთიელის ვაჟადაც. თუ ფედაია მაშინ გარდაიცვალა, როცა ზერუბაბელი ჯერ კიდევ პატარა იყო, გამორიცხული არ არის, რომ ის შეალთიელს ეშვილა. თუმცა ისიც დასაშვებია, რომ შეალთიელი უშვილოდ მოკვდა და ფედაიამ მაზლის ვალდებულების შესასრულებლად იქორწინა მის ცოლზე და, შესაბამისად, მათი ვაჟი, ზერუბაბელი შეალთიელის ვაჟად ითვლებოდა (ეზრ. 5:2; მთ. 1:12).

4. ბენიამინელი, რომლის შთამომავალიც ბაბილონში გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა (ნემ. 11:4, 7).

5. ფაროშის შთამომავალი, რომელიც ნეემიას იერუსალიმის გალავნის აღდგენაში ეხმარებოდა (ნემ. 3:25).

6. ბაბილონში გადასახლებიდან ისრაელების დაბრუნების შემდეგ მცხოვრები ებრაელი; შესაძლოა მღვდელი, რომელიც ეზრას მარცხნივ იდგა, როცა გადამწერი შეკრებილ ხალხს იეჰოვას კანონს უკითხავდა (ნემ. 8:1, 4).

7. ერთგული ლევიანი, რომელსაც ნეემიამ იერუსალიმში მეორედ ჩასვლისას მღვდელ შელემიასა და გადამწერ ცადოკთან ერთად შესაწირავად მიტანილი მეათედების განკარგვა დაავალა (ნემ. 13:6, 7, 12, 13).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება