საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ფიშონი“
  • ფიშონი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფიშონი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ხავილა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მდინარე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ედემი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სამყეს ფისი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ფიშონი“

ᲤᲘᲨᲝᲜᲘ

[შესაძლოა ნიშნავს უფრო მეტად გაფანტულს]

იმ ოთხი მდინარიდან ერთ-ერთი, რომელიც იმ მდინარის განტოტება იყო, ედემიდან რომ მოედინებოდა. ფიშონი მთლიანად უვლიდა ხავილის მიწას, სადაც მოიპოვებოდა ოქრო, სამყეს ფისი და ონიქსის ქვა (დბ. 2:10—12). დღეს რთულია იმის დადგენა, თუ რომელი მდინარე იყო ფიშონი. ამის თაობაზე მრავალი ვარაუდი არსებობს. ფიშონს აიგივებენ სხვადასხვა მდინარესთან, დაწყებული თურქეთის აღმოსავლეთში არსებული ზოგიერთი მდინარით, დამთავრებული ინდოეთის მდინარე განგით.

სტატიაში, „ᲔᲓᲔᲛᲘ“ №1, საუბარია იმის თაობაზე, რომ მსოფლიო წარღვნის შემდეგ დედამიწის ტოპოგრაფია საგრძნობლად შეიცვალა, რის გამოც დღეს ძალიან ძნელია დანამდვილებით იმის თქმა, თუ რომელი მდინარეები იყო ფიშონი და გიხონი. ცხადია, ეს ფაქტი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მოსეს დროს, ანუ წიგნ „დაბადების“ წერის პერიოდში, ეს მდინარეები ჯერ კიდევ არსებობდა და ხალხისთვისაც ცნობილი იყო. როგორც ჩანს, მოსეს მიერ ნახსენები „ხავილის მიწა“, ისევე როგორც „ქუშის მიწა“, არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ეს იყო ამ რეგიონების წარღვნამდელი სახელწოდებები (დბ. 2:13). პირიქით, მოსემ მოიხსენია ეს მიწები, როგორც საყოველთაოდ ცნობილი გეოგრაფიული წერტილები, რომლებსაც ზემოხსენებული სახელები წარღვნის შემდეგ დაერქვათ. გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც წარღვნას შეეძლო მოეხდინა, მხედველობაში ის ფაქტიც უნდა მივიღოთ, რომ მიწისძვრებსაც შეეძლოთ მდინარეების კალაპოტის შეცვლა ან ზოგ ადგილას მათი დაშრობაც. სავსებით შესაძლებელია, რომ მსგავსი რამ მომხდარიყო წარღვნის შემდგომ პერიოდში, რადგან თურქეთის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც, სავარაუდოდ, ედემი მდებარეობდა, სეისმურად აქტიურ ზონაშია მოქცეული (იხ. ᲮᲐᲕᲘᲚᲐ №1).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება