საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „პრისკა“
  • პრისკა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პრისკა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • აკვილა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იქადაგეთ, რათა მოწაფეები მოამზადოთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • „ილაპარაკე, არ გაჩუმდე“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • ქრისტიანებს ერთმანეთი სჭირდებათ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „პრისკა“

პრისკა

[მოხუცი ქალი]; პრისკილა [პატარა მოხუცი ქალი]

ამ სახელის შემოკლებულ ფორმას პავლეს წერილებში ვხვდებით, ხოლო სრული სახელით ლუკა მოიხსენიებს. რომაულ სახელებს ხშირად ჰქონდა განსხვავებული ფორმები.

პრისკილა აკვილას ცოლი იყო. ისინი ყოველთვის ერთად მოიხსენიებიან. ეს ცოლ-ქმარი ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა. ისინი სტუმართმოყვარეობას ავლენდნენ არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ მთელი კრების მიმართ, რაც კარგად ჩანს იქიდან, რომ როგორც რომში, ისე ეფესოში მათთან კრების შეხვედრები ტარდებოდა.

იმპერატორ კლავდიუსის ბრძანების გამო აკვილას და მის ცოლს რომის დატოვება და დაახლოებით ახ. წ. 50 წლისთვის კორინთში გადასვლა მოუწიათ. მალევე მათთან პავლე მივიდა. ისინი ერთად კერავდნენ კარვებს (სქ. 18:2, 3). მოგვიანებით აკვილა და პრისკილა პავლესთან ერთად წავიდნენ ეფესოში, სადაც გარკვეულ ხანს დარჩნენ და დახმარება აღმოუჩინეს მჭევრმეტყველ აპოლოსს, რომ უფრო ზუსტად გაეგო „ღვთის გზა“ (სქ. 18:18, 19, 24—28; 1კრ. 16:19). ცოტა ხნით რომში დაბრუნების შემდეგ (რმ. 16:3—5), ისინი კვლავ ეფესოში გაემგზავრნენ (2ტმ. 4:19; 1ტმ. 1:3). პავლესთან მათი მეგობრობა დაახლოებით 15 წელს, ახ. წ. 50 წლიდან მოყოლებული მოციქულის სიკვდილამდე გაგრძელდა. იყო ისეთი დროც, როცა ისინი „თავს საფრთხეში იგდებდნენ“ პავლესთვის (რმ. 16:3, 4; იხ. აკვილა).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება