საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „წინასწარმეტყველი ქალი“
  • წინასწარმეტყველი ქალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წინასწარმეტყველი ქალი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • წინასწარმეტყველი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მირიამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „უმღერეთ იეჰოვას!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიაში მოხსენიებული ქალებისგან?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „წინასწარმეტყველი ქალი“

ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲘ ᲥᲐᲚᲘ

ქალი, რომელიც წინასწარმეტყველებს ან წინასწარმეტყველის საქმეს ასრულებს. როგორც სტატიებიდან ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲘ და ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲐ ჩანს, წინასწარმეტყველება ძირითადად ნიშნავს შთაგონებით ღვთის ცნობის ან ნების გაცხადებას. ამაში ყოველთვის არ იგულისხმება მომავლის გაცხადება. როგორც კაცები იყვნენ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები და ცრუწინასწარმეტყველები, ასევე იყვნენ ქალებიც, რომელთაც იეჰოვა ან იყენებდა და აღძრავდა თავისი სულით, ან არ იწონებდა.

მირიამი პირველი ქალი იყო, რომელსაც ბიბლიაში წინასწარმეტყველი ეწოდა. ღმერთმა, როგორც ჩანს, მისი მეშვეობით გადასცა ხალხს ცნობა ან ცნობები. შესაძლოა, ეს ცნობები წარმოთქმული იყო სიმღერით, რომელსაც ის ღვთივშთაგონებით მღეროდა (გმ. 15:20, 21). ამიტომ უთხრეს მირიამმა და აარონმა მოსეს: „განა ჩვენი პირითაც არ ლაპარაკობს [იეჰოვა]?!“ (რც. 12:2). წინასწარმეტყველი მიქას მეშვეობით იეჰოვამ თავად თქვა, რომ ეგვიპტიდან გამოყვანისას თავის ხალხს წინ წაუმძღვარა „მოსე, აარონი და მირიამი“ (მქ. 6:4). თუმცა მირიამს ღვთის ნების გაცხადების პატივი ხვდა წილად, მისი დავალება ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო, როგორც მისი ძმის, მოსეს დავალება იყო. როცა ის გასცდა დადგენილ ფარგლებს, მკაცრად დაისაჯა ღვთისგან (რც. 12:1—15).

მსაჯულების დროს იეჰოვა დებორას მეშვეობით გადასცემდა ცნობებს, აცხადებდა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ სამართალს და არიგებდა თავის ხალხს, მაგალითად, მითითებებს აძლევდა ბარაკს (მსჯ. 4:4—7, 14—16). სულიერად დასუსტებული და განდგომილი ისრაელისთვის ის გადატანითი მნიშვნელობით დედა გახდა (მსჯ. 5:6—8). მსგავსად მსახურობდა წინასწარმეტყველი ხულდა, რომელმაც მეფე იოშიას დღეებში ღვთის განაჩენი გამოუცხადა მეფესა და ერს (2მფ. 22:14—20; 2მტ. 34:22—28).

ესაიამ თავისი ცოლი წინასწარმეტყველად მოიხსენია (ეს. 8:3). ზოგი ბიბლეისტის ვარაუდით, ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ ის წინასწარმეტყველის ცოლი იყო, თუმცა ბიბლია არ ადასტურებს ამ აზრს. მეტად სავარაუდოა, რომ იეჰოვასგან მან რაღაც დავალება მიიღო სხვა წინასწარმეტყველი ქალების მსგავსად, რომლებიც მანამდე მსახურობდნენ.

ნეემიამ უარყოფითად მოიხსენია წინასწარმეტყველი ქალი ნოადია, რომელიც სხვა წინასწარმეტყველების მსგავსად, ცდილობდა მის დაშინებას და ამგვარად იერუსალიმის კედლების მშენებლობის შეფერხებას (ნემ. 6:14). მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ნოადია ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ეს არ ნიშნავდა, რომ მანამდე ის არ იყო ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი.

იეჰოვა ელაპარაკა ეზეკიელს ისრაელი ქალების შესახებ, რომლებიც თავიანთი გულის ნადებს წინასწარმეტყველებდნენ. ეს ნიშნავდა, რომ ისინი ღვთისგან დანიშნულები კი არ იყვნენ, არამედ წინასწარმეტყველებად მოჰქონდათ თავი (ეზკ. 13:17—19). თავიანთი ტყუილებითა და სიცრუის პროპაგანდით ისინი „ნადირობდნენ სულებზე“, მსჯავრს სდებდნენ მართალს და ამართლებდნენ ბოროტს, თუმცა იეჰოვა დაიხსნიდა თავის ხალხს მათი ხელიდან (ეზკ. 13:20—23).

იესოს დედამიწაზე დაბადებისას, როცა იუდეველები ჯერ კიდევ იეჰოვასთან იყვნენ შეთანხმებით შეკრულნი, ხანდაზმული ანა წინასწარმეტყველად მსახურობდა. ის „ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას“. როცა „ბავშვზე [იესოზე] ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა“, ის იმ გაგებით წინასწარმეტყველებდა, რომ ღვთის განზრახვას ამცნობდა (ლკ. 2:36—38).

ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებაში წინასწარმეტყველების ძღვენი სულის სასწაულებრივ ძღვენთა შორის ერთ-ერთი იყო. ზოგი ქრისტიანი ქალი, მაგალითად, ფილიპეს ოთხი ქალიშვილი, რომლებიც ქალწულები იყვნენ, ღვთის წმინდა სულის ძალით წინასწარმეტყველებდნენ (სქ. 21:9; 1კრ. 12:4, 10). ამით შესრულდა იოელის 2:28, 29-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ“ (სქ. 2:14—18). მაგრამ ასეთ ძღვენს არ გაუთავისუფლებია ქალები ქმრის ან ქრისტიანულ კრებაში მყოფი მამაკაცების მორჩილების პასუხისმგებლობისგან. მორჩილების ნიშნად, მათ თავზე უნდა დაეფარებინათ წინასწარმეტყველების დროს (1კრ. 11:3—6) და არ უნდა ესწავლებინათ კრებაში (1ტმ. 2:11—15; 1კრ. 14:31—35).

თიატირის კრებაში იზებელისნაირი ქალი საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებდა, მაგრამ ძველ ისრაელში მცხოვრები ცრუწინასწარმეტყველი ქალებივით იქცეოდა, რის გამოც იესო ქრისტემ მას იოანეს მიერ გამოცხადების 2:20—23-ში ჩაწერილი სიტყვებით დაგმო. ის კრებაში ასწავლიდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა და არასწორ საქმეებში ითრევდა კრების არაერთ წევრს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება