საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „დავა“
  • დავა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დავა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იგავები (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • თვალი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნუ იდრტვინებთ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • განაგრძეთ მხარდამხარ მსახურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „დავა“

დავა

კამათი, პაექრობა, მტრობის ნიადაგზე ქიშპობა (კნ. 17:8; იერ. 25:31), სასამართლო საქმე (იერ. 11:20). დავის მიზეზად ბიბლია ასახელებს სიძულვილს (იგ. 10:12), რისხვას (იგ. 29:22), ხრიკებს (იგ. 16:28), დაცინვას (იგ. 22:10), ლოთობას (იგ. 23:29, 30), ცილისწამებას (იგ. 26:20), სიამაყეს, ქედმაღლობასა და მცდარ სწავლებებს (იგ. 28:25; 1ტმ. 6:3, 4). დავა მშვიდობისა და ბედნიერების მტერია. „იგავებში“ არაერთხელ მახვილდება ყურადღება, რომ დავის მოყვარულთან ურთიერთობა არასასიამოვნოა და განიზიდავს სხვებს (იგ. 19:13; 21:9, 19; 25:24; 27:15). განხეთქილებამ შეიძლება ისე დაძაბოს ძმებს შორის ურთიერთობა, რომ შეუძლებელი გახდეს შერიგება. „ძმა, რომლის წინააღმდეგაც შესცოდეს, ძლიერ ქალაქზე მეტად მიუდგომელია; ზოგი უთანხმოება კოშკის ურდულს ჰგავს“ (იგ. 18:19).

ბიბლია გვირჩევს, უმიზეზოდ არავის ვედავოთ (იგ. 3:30). „იგავებში“ ნათქვამია: „რაღა კაცი, რომელსაც ძაღლი ყურებით უჭირავს, და რაღა გამვლელი, სხვისი კამათის გამო რომ რისხდება და მასში ერევა“ (იგ. 26:17). სულელი თავისი ლაპარაკით დავას იწვევს, უგუნურს კი იმდენი ჭკუა არ ჰყოფნის, რომ დავაში არ ჩაებას (იგ. 18:6; 20:3). „რისხვის ჭყლეტა“ ჩხუბს იწვევს (იგ. 30:33), ხოლო რისხვისგან თავშეკავება დავას აცხრობს (იგ. 15:18).

დავა ვითარებას ძაბავს (იგ. 17:1). მას შეუძლია უთვინიერესი ადამიანიც გამოიყვანოს მოთმინებიდან. მაგალითად, მოსე და აარონი წინდაუხედავად მოიქცნენ და აღთქმულ მიწაზე შესვლის შესაძლებლობა იმიტომ დაკარგეს, რომ ისრაელები კადეშთან მათ უწყლობის გამო ედავებოდნენ. შედეგად იეჰოვას წარმომადგენლებთან გაუმართლებელი დავა ისრაელს იეჰოვასთან დავაში ჩაეთვალა (რც. 20:2, 3, 10—13; 27:14; ფს. 106:32). ვინც ედავება ან აშკარად უპირისპირდება ღვთის მსახურებს, თავს საფრთხეში იგდებს, რადგან ასეთი საქციელი საბოლოოდ დაღუპვამდე მიიყვანს (შდრ. ეს. 41:8, 11, 12; 54:17).

დავის საზიანო შედეგების თავიდან ასარიდებლად „იგავები“ გვირჩევს: „სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“ (იგ. 17:14). ამ მხრივ სამაგალითოა აბრამი (აბრაამი). აბრაამისა და მისი ძმისშვილის, ლოტის მწყემსებს რომ არ ედავათ, აბრაამმა ლოტს გაყრა შესთავაზა და საძოვრების არჩევის შესაძლებლობა მისცა (დბ. 13:7—11). ესაიას დროს მცხოვრები ორგული ებრაელები თავიანთი წინაპარივით, აბრაამივით არ იქცეოდნენ. ესაია მათზე წერდა: „დავისთვის და უთანხმოებისთვის მარხულობდით“. ისინი მარხვის დროსაც დავობდნენ (ეს. 58:4).

მოსეს კანონის თანახმად, თუ დავის დროს ესა თუ ის მხარე სხეულის დაზიანებას მიიღებდა, დამნაშავეს დაზარალებულის გაცდენილი სამუშაოსთვის ზარალის ანაზღაურება ეკისრებოდა (გმ. 21:18, 19).

დავა იეჰოვასთვის საძულველი ხორცის საქმეებს განეკუთვნება (გლ. 5:19, 20; შდრ. იგ. 6:19; რმ. 1:28, 29, 32; იაკ. 3:14—16), ამიტომ ქრისტიანებს დავა არ შეჰფერით (რმ. 13:13; 1კრ. 3:3; 2კრ. 12:20; ფლ. 2:3; ტიტ. 3:9). ქრისტიანი ზედამხედველი ვერ გახდება ის, ვისაც მტრული განწყობა აქვს (1ტმ. 3:1, 3). მას, ვინც კამათს არ იშლის, ღვთის რისხვა არ ასცდება (რმ. 2:6, 8).

ახ. წ. პირველ საუკუნეში მოციქულ პავლეს მოდავეებთან უწევდა დაპირისპირება. ზოგიერთი მეტოქეობით ქადაგებდა სასიხარულო ცნობას, როგორ ჩანს, საკუთარი თავის წარმოჩენისა და პავლეს მოციქულობისა თუ ავტორიტეტისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. მიუხედავად ამისა, პავლე მაინც ხარობდა, რომ ქრისტეს შესახებ ქადაგება გრძელდებოდა (ფლ. 1:15—18).

დრტვინვა. დრტვინვა გულს უტეხს და ემოციურად ანადგურებს კაცს. ისრაელები ეგვიპტიდან ახალი გამოსული იყვნენ, როცა იეჰოვას წინააღმდეგ დაიწყეს დრტვინვა, დაიწუნეს რა მის მიერ არჩეული წინამძღოლები, მოსე და აარონი (გმ. 16:2, 7). მათი დრტვინვით გულგატეხილმა მოსემ ერთხელ სიკვდილიც კი ინატრა (რც. 11:13—15). დრტვინვა მდრტვინავსაც ვნებს. მოსეს წინააღმდეგ ისრაელების წუწუნი იეჰოვამ თავის თავზე მიიღო და ჩათვალა, რომ ისინი სინამდვილეში მის ხელმძღვანელობას იწუნებდნენ (რც. 14:26—30). კრიტიკული დამოკიდებულების გამო ბევრი ისრაელი გამოეთხოვა სიცოცხლეს.

ძველი მაგალითების მეშვეობით ქრისტიანულ-ბერძნული წერილები გვაფრთხილებს დრტვინვის საშიშროების შესახებ (1კრ. 10:10, 11). იუდა წერდა მათზე, ვინც „არაფრად აგდებენ ძალაუფლებას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებენ დიდებით მოსილთ“. ისინი „დრტვინავენ, თავიანთ ხვედრს უჩივიან, თავიანთი სურვილებით დადიან და გამორჩენის მიზნით მაღალფარდოვანი სიტყვებით ეპირფერებიან სხვებს“ (იუდ. 8, 16).

იესომ შემდეგი სიტყვებით დაგმო კრიტიკული განწყობილება: „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ ... მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?.. თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი“ (მთ. 7:1, 3—5; შდრ. რმ. 2:1).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება