საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მსახურების შეწყვეტა“
  • მსახურების შეწყვეტა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მსახურების შეწყვეტა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ლევიანები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • კარავი (II)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შეხვედრის კარავი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოწმობის კარავი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მსახურების შეწყვეტა“

მსახურების შეწყვეტა

სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ნაწილობრივ ან სრულად შეწყვეტა.

როცა იეჰოვამ შეხვედრის კარავში დანიშნა ლევიანები (არ მიეკუთვნებოდნენ აარონის სამღვდელო საგვარეულოს), რომ მღვდლების ხელმძღვანელობით ემსახურათ, მათ საკეთილდღეოდ მოსეს უთხრა: „ასე უნდა გააკეთონ ლევიანებმა: შეხვედრის კარავში მსახურება დაიწყონ ოცდახუთი წლიდან მოყოლებული. ორმოცდაათი წლიდან შეწყვიტონ მსახურება და აღარ იმსახურონ. შეხვედრის კარავში თავის ძმებს დაეხმარონ ვალდებულების შესრულებაში, მაგრამ თვითონ არ უნდა იმსახურონ“ (რც. 8:23—26; 1მტ. 23:3).

რიცხვების მე-4 თავში აღწერილია ლევიანების მოვალეობები. ამ თავში აღნიშნულია, რომ უნდა აღერიცხათ ყველა ლევიანი 30—50 წლამდე.

ლევიანებს უნდა გაეშალათ შეხვედრის კარავი, დაეშალათ და გადაეადგილებინათ ის, რაც მძიმე ფიზიკური შრომა იყო. ჩარჩოს ვერცხლის 96 საყრდენიდან თითოეული ერთ ტალანტს (დ. 34 კგ) იწონიდა. აგრეთვე იყო წმინდისა და წმინდათაწმინდის გამყოფი სვეტების ოთხი საყრდენი, რომლებიც სავარაუდოდ იმავე წონისა იყო, და სპილენძის ხუთი საყრდენი კარვის შესასვლელის სვეტებისთვის (გმ. 26:19, 21, 25, 32, 37; 38:27). ოქროთი მოვარაყებული 48 ჩარჩო (სიგრძით 4,5 მ, სიგანით 67 სმ) დამზადებული იყო წვრილბოჭკოვანი და მძიმე აკაციისგან (გმ. 26:15—25, 29). კარვის გვერდებისა და უკანა მხარის ჩარჩოებისთვის დამზადებული იყო ოქროთი მოვარაყებული შუა ძელები (გმ. 26:26—29). ეს ნივთები ძალიან მძიმე იყო. გარდა ამისა, დიდი წონა ჰქონდა სელაპის ტყავის, ვერძის ტყავის, თხისურისა და სელის გადასაფარებლებს, აგრეთვე ეზოს სელის ფარდას, მის სვეტებს, საყრდენებს, კარვის პალოებსა და ა. შ. ასე რომ, ამ საქმეს დიდი ძალა სჭირდებოდა (გმ. 26:1—14; 27:9—19). კარვის მოწყობილობების სატარებლად ექვსი ურემი იყო გამოყოფილი, თუმცა წარსადგენი პურის მაგიდა, ოქროს სალამპრე და სპილენძით მოვარაყებული სამსხვერპლო ხელით უნდა ეტარებინათ (შეთანხმების კიდობანი უნდა ეტარებინათ მღვდლებს და არა ლევიანებს, რომლებიც სამღვდელო საგვარეულოს არ მიეკუთვნებოდნენ) (რც. 7:7—9; გმ. 25:10—40; 27:1—8; რც. 4:9, 10; იეს. 3:15).

მსახურების შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ ყველა ლევიანს უნდა მისცემოდა საწმინდარში მსახურების შესაძლებლობა, სადაც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ლევიანი იყო საჭირო, განსაკუთრებით შეხვედრის კარვის არსებობის პერიოდში. მაგრამ ლევიან მღვდლებს აარონის საგვარეულოდან არ შეეძლოთ მსახურების შეწყვეტა.

როგორც ჩანს, 25—30 წლამდე ლევიანები 5 წლის მანძილზე გადიოდნენ ე. წ. მომზადებას. შესაძლოა, ამ ახალგაზრდებს არ აკეთებინებდნენ ისეთ მძიმე სამუშაოს, როგორიც 30 წლის ზემოთ ზრდასრულ მამაკაცებს უნდა შეესრულებინათ (იხ. ასაკი). მოგვიანებით, როცა კიდობანი სიონის მთაზე დადგეს, საწმინდრის ტარება საჭირო აღარ იყო (განსაკუთრებით, როცა ტაძრის აშენება იგეგმებოდა). ამის შემდეგ დავითის მითითებით ლევიანები 20 წლიდან იწყებდნენ მსახურებას, რადგან ტაძარში უფრო მეტი საქმე იყო გასაკეთებელი (1მტ. 23:24—27).

ლევიანები, რომლებიც 50 წლის ასაკში წყვეტდნენ მსახურებას, ყველა ვალდებულებისგან არ თავისუფლდებოდნენ. ისინი ნებაყოფლობით მსახურობდნენ და შეხვედრის კარავში თავიანთ ძმებს ეხმარებოდნენ „ვალდებულების შესრულებაში“ (რც. 8:26). შესაძლოა, ისინი ლევიანებს რჩევებს აძლევდნენ და მსუბუქი სამუშაოს შესრულებაში ეხმარებოდნენ, თუმცა მძიმე სამუშაოსგან თავისუფლები იყვნენ. მათ კვლავაც ევალებოდათ ხალხისთვის კანონის სწავლება (კნ. 33:8—10; 2მტ. 35:3). თავშესაფარ ქალაქებში მცხოვრები ლევიანები დიდ დახმარებას უწევდნენ ამ ქალაქებში თავშეფარებულებს.

ქრისტიანული მსახურება. იესო ქრისტეს სულიერ ძმებს, რომლებიც მის ნაკვალევს მიჰყვებიან, „სამეფო სამღვდელოება“ ეწოდება (ებ. 2:10—12; 1პტ. 2:9). მათი მსახურება არ წყდება. პავლე მოციქული ციხეშიც მსახურობდა. მას სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია აქტიური მსახურება (სქ. 28:30, 31; 2ტმ. 4:6, 7). პეტრეც გულმოდგინედ მსახურობდა სიკვდილამდე (2პტ. 1:13—15). იოანემ კი თავისი სახარება და სამი კანონიკური წერილი ახ. წ. 98 წელს ღრმად მოხუცებულმა დაწერა.

„უამრავი ხალხი“, რომლებიც იოანემ 144 000 ბეჭედდასმულის შემდეგ იხილა, „წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის [ღვთისთვის] დღე და ღამე“ ანუ განუწყვეტლივ. ასე რომ, ღვთის მსახურებას არც ერთი ქრისტიანი არ წყვეტს (გმც. 7:4, 9, 15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება