საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „დაცინვა“
  • დაცინვა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაცინვა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მოერიდეთ დამცინავებს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • გახსოვდეს იეჰოვას დღე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • იგავები (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იობი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „დაცინვა“

დაცინვა

ვინმეს დამცირება, ზიზღის გამოხატვა, სასაცილოდ ან აბუჩად აგდება; სხვადასხვა ფორმის დაცინვის გამოსახატავად გამოყენებულია რამდენიმე ებრაული და ბერძნული სიტყვა, რომელთა არჩევასაც კონტექსტი განსაზღვრავდა. ბიბლიაში ვკითხულობთ ადამიანებზე, რომლებიც ამასხარავებდნენ, სასაცილოდ ან აბუჩად იგდებდნენ, მწარედ, გესლიანად ან ირონიულად დასცინოდნენ სხვებს.

ჩვეულებრივ, ადამიანთა უმეტესობას სძულს დამცინავები (იგ. 24:9). თუ ისინი არ გამოსწორდებიან, უბედურებას დაიტეხენ (იგ. 1:22—27). რამხელა ზიზღს იმსახურებენ ისინი, ვინც ღარიბებს ან საკუთარ მშობლებს დასცინიან! (იგ. 17:5; 30:17). დამცინავებს ხშირად არ სურთ გაკიცხვის მოსმენა (იგ. 13:1) და არ უყვართ თავიანთი შემგონებლები (იგ. 9:7, 8; 15:12). მიუხედავად ამისა, ისინი უნდა დაისაჯონ, რომ სხვებმა ჭკუა ისწავლონ (იგ. 9:12; 19:25, 29; 21:11). ასეთებთან მეგობრობის ნაცვლად, უკეთესი იქნება, მოერიდო მათ. ბედნიერია ის, ვინც დამცინავებთან არ ზის (ფს. 1:1; იგ. 22:10).

ღვთის მსახურთა დაცინვა. იეჰოვას მსახურები არაერთხელ გამხდარან უსამართლო დაცინვის მსხვერპლი. იობს უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სხვების დაცინვას (იობ. 11:3), სინამდვილეში კი მას დასცინოდნენ, მასხრად და აბუჩად იგდებდნენ ერთგულებისთვის (იობ. 12:4; 17:2; 21:3). დავითსაც იგდებდნენ აბუჩად და დასცინოდნენ (ფს. 22:7; 35:16). მსგავსად „გამოიცადნენ დაცინვით“ ელისე (ებ. 11:36; 2მფ. 2:23), ნეემია და მასთან მყოფი იუდეველები (ნემ. 2:19; 4:1) და სხვები. როცა იუდას მეფე ხიზკიამ მალემსრბოლელები გაგზავნა ეფრემისა და მენაშეს ქალაქებში, რათა ხალხი იერუსალიმში პასექის აღსანიშნავად ჩასულიყო, ბევრმა დასცინა მათ და მასხრად აიგდო (2მტ. 30:1, 10). მსგავსად ექცეოდნენ ღვთის წინასწარმეტყველებსა და მაცნეებს ისრაელის ორივე სახლის განდგომილები, ვიდრე იეჰოვას რისხვა არ აინთო მათზე და არ გაანადგურა ისინი (2მტ. 36:15, 16).

იესოსა და მისი მოწაფეების დაცინვა. იესო ქრისტეს, როგორც ღვთის მსახურსა და წინასწარმეტყველს, დედამიწაზე მსახურების დროს მასხრად იგდებდნენ, დასცინოდნენ, შეურაცხყოფდნენ და აფურთხებდნენ კიდეც (მრ. 5:40; ლკ. 16:14; 18:32). იუდეველი მღვდლებისა და მმართველების დაცინვა განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზიზღით (მთ. 27:41; მრ. 15:29—31; ლკ. 23:11, 35). როცა იესო რომაელ ჯარისკაცებს გადასცეს, მათაც დაიწყეს მისი მასხრად აგდება (მთ. 27:27—31; მრ. 15:20; ლკ. 22:63; 23:36).

მსგავსად დასცინოდა იესო ქრისტეს მოწაფეებსაც უცოდინარი და ურწმუნო ხალხი (სქ. 2:13; 17:32). მოციქულმა პავლემ იუდეველების მხრიდან ქრისტიანების დაცინვაზე საუბრისას გაიხსენა ძველი დროის წინასწარმეტყველური მნიშვნელობის მქონე მოვლენა, როცა ხუთი წლის ისაკს თავისი 19 წლის ნახევარძმა ისმაელი შურის გამო დასცინოდა (დბ. 21:9). პავლემ ეს ასე ახსნა: „ჩვენ კი, ძმებო, იმავე დანაპირების შვილები ვართ, რომლისაც ისაკი იყო, მაგრამ, როგორც მაშინ დევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს [ისაკი ღვთის ჩარევით დაიბადა], ასევეა ახლაც“ (გლ. 4:28, 29). მოგვიანებით ის წერდა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2ტმ. 3:12).

დაცინვის მიმართ სწორი დამოკიდებულება. მართალია, იესო ქრისტემ თავიდანვე იცოდა, რომ დასცინებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ბოლოს მოკლავდნენ, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ამით ხალხი სინამდვილეში იეჰოვას შეურაცხყოფდა, რადგან ის მისი წარმომადგენელი იყო. მას ყველაზე მეტად მამის შეურაცხყოფა სტკენდა გულს, რადგან თვითონ ყოველთვის მამის მოსაწონად იქცეოდა (ინ. 8:29) და ყველაზე მეტად მამის სახელის განწმენდა აღელვებდა (მთ. 6:9). ამიტომ, „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“. მოციქულმა პეტრემ ამაზე გაამახვილა ყურადღება, როცა ქრისტიანებს, განსაკუთრებით მოსამსახურეებს სწერდა, რომ ასეთი მოპყრობისთვის შური არ ეძიათ. პეტრეს სიტყვების თანახმად, ქრისტემ მათ მაგალითი დაუტოვა, რათა ისინი ერთგულად მიჰყოლოდნენ მის ნაკვალევს (1პტ. 2:18—23; რმ. 12:17—21).

ერთხელ ღვთის წინასწარმეტყველმა იერემიამ თქვა: „მთელი დღე სასაცილოდ მიგდებენ, ყველა დამცინის“. გამუდმებული მასხრად აგდებისა და დაცინვის გამო მას გული გაუტყდა და წინასწარმეტყველების შეწყვეტა განიზრახა. მაგრამ მას ესმოდა, რომ „იეჰოვას სიტყვის გამო“ დასცინოდნენ. ღვთის სიტყვა მას ცეცხლივით უგიზგიზებდა გულში და მისი შეკავება მეტად აღარ შეეძლო. იეჰოვა მასთან იყო „როგორც ძლიერი და შიშის მომგვრელი მეომარი“ და გააძლიერა, რომ ერთგულება შეენარჩუნებინა (იერ. 20:7—11).

იობი მართალი კაცი იყო და მწარე დაცინვის მიუხედავად უმწიკვლობას ინარჩუნებდა. თუმცა არასწორად აფასებდა მომხდარს და შეცდომა დაუშვა, რისთვისაც შეგონება მიიღო. ელიჰუმ მასზე თქვა: „რომელი ვაჟკაცი ჰგავს იობს, წყალივით რომ სვამდეს დაცინვას?“ (იობ. 34:7). იობი საკუთარი თავის გამართლებაზე უფრო წუხდა, ვიდრე ღვთის გამართლებაზე და საკუთარ სიმართლეს უფრო წარმოაჩენდა, ვიდრე ღვთისას (იობ. 35:2; 36:24). ეგრეთ წოდებული სამი მეგობრის მწარე სიტყვებს ის თავის დაცინვად თვლიდა და არა ღვთის დაცინვად. ის ჰგავდა ადამიანს, რომელიც ისევე სიამოვნებით იღებდა დაცინვასა და აბუჩად აგდებას, როგორც გამომაცოცხლებელ წყალს. ღმერთმა მოგვიანებით აუხსნა იობს, რომ ეს დამცინავები სინამდვილეში ღვთის წინააღმდეგ ცრუობდნენ (იობ. 42:7). მსგავსად, როცა ისრაელი მეფეს ითხოვდა, იეჰოვამ წინასწარმეტყველ სამუელს უთხრა: „შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“ (1სმ. 8:7). იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო [და არა თქვენი სახელის გამო]“ (მთ. 24:9). თუ ქრისტიანს ემახსოვრება ეს, შეძლებს დაცინვის სწორი განწყობით ატანას და მოთმინებისთვის ჯილდოს მიიღებს (ლკ. 6:22, 23).

სამართლიანი დაცინვა. დაცინვა შეიძლება დამსახურებულიც იყოს და სამართლიანიც. თუ ადამიანი წინდაუხედავად იქცევა ან კარგ რჩევას უარყოფს, შეიძლება სისულელე ჩაიდინოს და დასაცინი გახდეს. ამის მაგალითია იესოს მიერ მოხსენიებული კაცი, რომელმაც ხარჯების გამოუთვლელად დაიწყო კოშკის აგება (ლკ. 14:28—30). იეჰოვამ სამართლიანად გახადა ისრაელი „მეზობლებისგან შეურაცხყოფილი“ და „ირგვლივ მყოფთათვის დასაცინი და მასხრად ასაგდები“, რადგან ჯიუტად და ურჩად იქცეოდა და ერებში შეურაცხყოფდა ღვთის სახელს (ფს. 44:13; 79:4; 80:6; ეზკ. 22:4, 5; 23:32; 36:4, 21, 22). წინასწარმეტყველი ელია სამართლიანად დასცინოდა ბაალის ქურუმებს, რომლებიც იეჰოვას წინააღმდეგ მიდიოდნენ (1მფ. 18:26, 27). მას შემდეგ, რაც სინახერიბი დასცინოდა და შეურაცხყოფდა იეჰოვას მეფე ხიზკიასა და იერუსალიმის მცხოვრებთა წინაშე, მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა. ქედმაღალი ასურეთის მეფე და მისი ჯარისკაცები თავად გახდნენ მასხრად ასაგდებები, დასაცინები და შეურაცხყოფილნი, როცა დიდი მარცხი განიცადეს (2მფ. 19:20, 21; ეს. 37:21, 22). მსგავსად გახდა დასაცინი მოაბი (იერ. 48:25—27, 39). დედამიწის ერები ღვთის დაცინვაში ყველა ზღვარს გასცდნენ, მაგრამ იეჰოვა გაიცინებს მათზე და სასაცილოდ აიგდებს, რადგან ურცხვად ეწინააღმდეგებიან მის უზენაესობას და თავიანთი ბოროტი საქმეების შედეგებს იმკიან (ფს. 2:2—4; 59:8; იგ. 1:26; 3:34).

დამცინავები „ბოლო დღეებში“. ბოლო დღეების ნიშანში ისიც შედიოდა, რომ იქნებოდნენ «დამცინავები [სიტყვასიტყვით, ვინც ერთობა (სხვისი დაცინვით)] მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ [„საკუთარი უღვთო სურვილებისამებრ“ (იუდ. 17, 18)] მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“» (2პტ. 3:3, 4). აშკარაა, ასეთი ადამიანები არ ითვალისწინებენ ესაიას 28:21, 22-ში ჩაწერილ გაფრთხილებას, რომ იეჰოვას დაცინვა ძალიან სახიფათოა.

„ღვთის დაცინვა არ გამოგივათ“. მოციქული პავლე აფრთხილებს ღვთის დაცინვით გამოწვეული სერიოზული საშიშროების შესახებ მათ, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია არაფრად ჩააგდოს ღვთის პრინციპები ან დაუსჯელად აუაროს მათ გვერდი. ის სწერდა გალატელ ქრისტიანებს: „თუკი ვინმეს თავი რამე ჰგონია, სინამდვილეში კი არაფერს წარმოადგენს, თავს იტყუებს ... ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის“ (გლ. 6:3—8).

როგორც მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, ადამიანს დიდი წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე და თავი არ უნდა მოიტყუოს, რადგან ამით ღმერთსა და მის სიტყვას უარყოფს. მან უნდა მოიწესრიგოს ცხოვრება და ღვთის სულით იაროს, რისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს. თუ ის ასე არ მოიქცევა და ხორციელი სურვილებისთვის დათესავს, მაშინ ღვთის წყალობას ისე მიიღებს, რომ მხედველობიდან გამორჩება მისი მიზანი და არაფრად ჩააგდებს ღვთის მითითებებს (2კრ. 6:1). მან შეიძლება თავი მოიტყუოს და იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად არის. მიუხედავად ამისა, ღმერთმა იცის მისი გულის მდგომარეობა და სამართლიან განაჩენს გამოუტანს მას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება