ეგვიპტის მდინარე
იეჰოვამ აბრაამს აღუთქვა, რომ მის შთამომავალს მისცემდა ქვეყანას „ეგვიპტის მდინარიდან“ მდინარე ევფრატამდე (დბ. 15:18). ბიბლიის კომენტატორთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ „ეგვიპტის მდინარეში“ იგულისხმება ეგვიპტის ხევი, რომელიც დღეს სინის ნახევარკუნძულზე მდებარე უადი-ელ-არიშის სახელით არის ცნობილი და პორტ-საიდიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 150 კმ-ში უერთდება ხმელთაშუა ზღვას (იხ. ეგვიპტის ხევი). ბიბლიის ზოგ თარგმანში 1 მატიანის 13:5-ში გვხვდება ფრაზა „ეგვიპტის მდინარე [შიხორი]“ (აქ, La, AT), რაშიც აგრეთვე შესაძლოა უადი-ელ-არიში იგულისხმება. თუმცა დასაშვებია სხვა მოსაზრებაც, რომ ორივე მუხლში საუბარია ნილოსის ერთ-ერთ განშტოებაზე (იხ. შიხორი).