საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შაბათის წელი“
  • შაბათის წელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შაბათის წელი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • შაბათი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • უნდა იცავდნენ ქრისტიანები შაბათს?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • იუბილე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შაბათი
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შაბათის წელი“

შაბათის წელი

ყოველი მეშვიდე წელიწადი. ამ წელს ისრაელში მიწას არ ამუშავებდნენ. გარდა ამისა, ებრაელი ებრაელს ვალის დაბრუნებას არ აიძულებდა.

ძვ. წ. 1473 წლიდან, როცა ისრაელი აღთქმულ ქვეყანაში შევიდა, ხალხს შაბათის წელი „ყოველი მეშვიდე წლის ბოლოს“ უნდა აღენიშნა, ფაქტობრივად, ყოველ მეშვიდე წელს (კნ. 15:1, 2, 12; შდრ. კნ. 14:28). შაბათის წელი, როგორც ჩანს, იწყებოდა გამოსყიდვის დღეს, 10 ეთანს (თიშრი) საყვირის დაყვირებაზე. ვინაიდან საიუბილეო წელი გამოსყიდვის დღეს იწყებოდა, არსებობს მოსაზრება, რომ შაბათის წლის დასაწყისი 1-ლი თიშრი იყო.

მეშვიდე წელს ისრაელის მიწა არ მუშავდებოდა, არაფერი ითესებოდა, ვენახი არ ისხვლებოდა და არც მოსავლის აღება ხდებოდა. იმ წელს მოწეული მინდორშივე რჩებოდა პატრონის, მისი მონების, დაქირავებული მუშებისა თუ ხიზნების საკვებად. ამ კანონის მეშვეობით ღმერთი ზრუნავდა ღარიბებზე, შინაურ თუ გარეულ ცხოველებზე, რადგან მეშვიდე წელს მოწეული ნაყოფი მათაც ერგებოდათ (ლვ. 25:1—7).

შაბათის წელი „გათავისუფლების წლად“ [ებრ. ჰაშშემიტტაჰ] იწოდებოდა (კნ. 15:9; 31:10). მთელი წლის მანძილზე მიწა ისვენებდა, რადგან არ მუშავდებოდა (გმ. 23:11). გარდა ამისა, ამ წელს ვალებისგან თავისუფლდებოდა მოვალე. ეს იყო „გათავისუფლება იეჰოვას პატივსაცემად“. მეშვიდე წელს ვალისგან გათავისუფლების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგი ბიბლეისტის აზრით, ვალი როგორც ასეთი, არ უქმდებოდა, უბრალოდ მევალეს მოვალისთვის ვალის გადახდა არ უნდა დაეძალებინა, რადგან იმ წელს მიწათმოქმედს არანაირი შემოსავალი არ ექნებოდა. რაც შეეხება უცხოელს, ებრაელ მევალეს მისგან შეეძლო ვალი მოეთხოვა (კნ. 15:1—3). ზოგიერთი რაბინის აზრით მოვალე მოძმეს ხელის გამართვის მიზნით გაცემულ ვალს პატიობდა, თუმცა სხვაგვარად იდგა საქმე სავაჭრო მიზნით აღებულ ვალთან დაკავშირებით. მათი მტკიცებით ჩვ. წ. პირველ საუკუნეში ჰილელმა ასეთი წესი შემოიღო: მევალეს შეეძლო მისულიყო სასამართლოში, წარედგინა მოთხოვნა და მიეღო ვალის უკან დაბრუნების გარანტია (The Pentateuch and Haftorahs, ჯ. ჰერცის რედაქციით, ლონდონი, 1972, გვ. 811, 812).

გათავისუფლების წელს, როცა მევალე მოვალეს ვალს არ სთხოვდა, მონები არ თავისუფლდებოდნენ. ბევრი მათგანი მონობაში ვალის გადაუხდელობის გამო აღმოჩნდა. ებრაელი მონა მონობის მეშვიდე წელს, ან საიუბილეო წელს თავისუფლდებოდა იმისდა მიხედვით, პირველი რომელი მოუწევდა (კნ. 15:12; ლვ. 25:10, 54).

იეჰოვას შეთანხმების თანახმად შაბათის წლების დასაცავად ისრაელებს რწმენა სჭირდებოდათ. თუ პირნათლად დაიცავდნენ შეთანხმებას, ღმერთი კურთხევებს არ მოაკლებდა (ლვ. 26:3—13). ის დაჰპირდა თავის ხალხს, რომ მეექვსე წელს აღებული უხვი მოსავლით სამ არასრულ წელს — მეექვსე წლიდან მერვე წლის მოსავლამდე ისაზრდოებდნენ. ვინაიდან მეშვიდე წელს არაფერს თესავდნენ, მერვე წლამდე არანაირი მოსავალი არ ექნებოდათ (შდრ. ლვ. 25:20—22). იესო ნავეს ძის ხელმძღვანელობით აღთქმულ მიწაზე შესულ ისრაელებს ექვსი წელი დასჭირდათ ქანაანელთა დასაპყრობად და სამემკვიდრო მიწების დასანაწილებლად. ამ დროის განმავლობაში ისრაელები ბევრს ვერაფერს დათესავდნენ. ისინი ქანაანელთა ჭირნახულით იკვებებოდნენ (კნ. 6:10, 11). მეშვიდე წელი შაბათის წელი იყო, ამიტომ მათ რწმენა და მორჩილება უნდა გამოევლინათ, რომ მერვე წლის მოსავალს დალოდებოდნენ. ღვთის წყალობით ისინი საკვების გარეშე არ დარჩენილან.

ყოველი გათავისუფლების წელს, კარვობის დღესასწაულის დროს მთელი ხალხი, დიდიან-პატარიანად და ხიზნებთან ერთად, ღვთის კანონის მოსასმენად უნდა შეკრებილიყო (კნ. 31:10—13).

ისრაელებს კანონის შეთანხმება რომ დაეცვათ, ბაბილონში გადასახლებამდე 121 შაბათის წლისა და 17 საიუბილეო წლის დაცვა მოუწევდათ. მაგრამ ისინი ყოველთვის არ იცავდნენ შაბათის წლებს. ისრაელის ბაბილონში გადასახლების შემდეგ, მათი მიწა 70 წელი გაუკაცრიელებული იყო, რათა „მიწას აენაზღაურებინა თავისი შაბათები“ (2მტ. 36:20, 21; ლვ. 26:34, 35, 43). ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ისრაელებმა 70 შაბათის წელი არ დაიცვეს. თუმცა, იეჰოვას ნებით ისრაელის მიწა 70 წელი გაპარტახებული იყო დაუცველი შაბათის წლების ასანაზღაურებლად.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება