საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „საწმინდარი“
  • საწმინდარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საწმინდარი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ტაძარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • წმინდა ადგილი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მღვდელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ორი მოწმის გამოცოცხლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „საწმინდარი“

ᲡᲐᲬᲛᲘᲜᲓᲐᲠᲘ

ჭეშმარიტი ღმერთის ან ამა თუ იმ ღვთაების თაყვანსაცემად გამოყოფილი ადგილი; წმინდა ადგილი; ღვთის სამყოფელი (1მტ. 22:19; ეს. 16:12; ეზკ. 28:18; ამ. 7:9, 13). საწმინდარში ყოველთვის შენობა არ მოიაზრება. მაგალითად, შექემში მდებარე საწმინდარი (იეს. 24:25, 26, სსგ) შეიძლებოდა ყოფილიყო აბრაამის მიერ საუკუნეებით ადრე აღმართული სამსხვერპლო (დბ. 12:6, 7). თუმცა უმეტეს შემთხვევაში „საწმინდარი“ გულისხმობს კარავს (გმ. 25:8, 9) ან იერუსალიმის ტაძარს (1მტ. 28:10; 2მტ. 36:17; ეზკ. 24:21). თუ კარვის მნიშვნელობითაა ნახმარი, საწმინდარი შეიძლება გულისხმობდეს მთლიან კარავს ეზოთითურთ, საწმინდრის მოწყობილობას (რც. 10:21; შდრ რც. 3:30, 31) ან წმინდათაწმინდას (ლვ. 16:16, 17, 20, 33).

ღვთის საწმინდარი, როგორც წმინდა ადგილი, წაუბილწველი უნდა ყოფილიყო (რც. 19:20; ეზკ. 5:11). ვინაიდან საწმინდარში სიმბოლურად ღმერთი იმყოფებოდა, ისრაელებს მისი შიში უნდა ჰქონოდათ (ლვ. 19:30; 26:2). მოგვიანებით, როცა აღთქმული მიწიდან აყარეს და ტყვეობაში წაასხეს, ისრაელები ფიზიკური საწმინდრის გარეშე დარჩნენ. მაგრამ იეჰოვა დაჰპირდა მათ, რომ თავად იქცეოდა მათთვის საწმინდრად (ეზკ. 11:16).

ბერძნული სიტყვა ნაოს ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და გულისხმობს მთლიან სატაძრო კომპლექსს (ინ. 2:20), ან მის მთავარ შენობას, რომელშიც ფარდით გაყოფილი წმინდა და წმინდათაწმინდა იყო (მთ. 27:51). მაგალითად, ზაქარიაზე ნათქვამია, რომ საკმევლის საკმევად საწმინდარში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი წმინდაში შევიდა, რადგან საკმევლის სამსხვერპლო სწორედ იქ იდგა (ლკ. 1:9—11).

საწმინდარი, იგივე წმინდა ადგილი, ღვთის ზეციერ სამყოფელსაც ეწოდება. იოანე მოციქულმა ხილვაში ზეციერ საწმინდარში მდგარი შეთანხმების კიდობანი დაინახა მას შემდეგ, რაც მეშვიდე საყვირის ხმა გაიგონა (გმც. 11:15, 19). მან ღვთის რისხვის შვიდი თასის გადმოსაღვრელად საწმინდრიდან გამოსული ანგელოზებიც იხილა და იქიდან გამოსული ძლიერი ხმაც გაიგონა (გმც. 14:15, 17; 15:5, 6, 8; 16:1, 17).

ღვთის სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოსთან დაკავშირებით იოანე მოციქულმა ხილვაში შემდეგი დავალება მიიღო: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძრის საწმინდარი, სამსხვერპლო და თაყვანისმცემლები. ეზო კი, რომელიც ტაძრის საწმინდრის გარეთ არის, გამოტოვე და არ გაზომო, რადგან ის უცხოტომელებს მიეცა. ისინი ფეხით გათელავენ წმინდა ქალაქს ორმოცდაორ თვეს“ (გმც. 11:1, 2). გამორიცხულია, ამ მუხლში ნახსენები ტაძარი იერუსალიმის ტაძარი იყოს, რადგან ის დაახლოებით ოცდაათი წლით ადრე განადგურდა. ვინაიდან უცხოტომელები დედამიწაზე არიან, მათთვის მიცემული ეზოც დედამიწაზე უნდა იყოს. მაშასადამე, ეზო განასახიერებს დედამიწაზე იესოს ცხებულ მიმდევართა ღვთის თვალში გამართლებულ მდგომარეობას. ცხადია, უცხოტომელები ზეციერ სამყოფელს ვერ გათელავდნენ, მათ მხოლოდ ღვთის ზეციერი მემკვიდრეობის მომლოდინე სულითშობილი ძეების დამცირება შეეძლოთ (გმც. 3:12). მსგავსად ამისა, დანიელის წინასწარმეტყველება „საწმინდრისთვის დადგენილი ადგილის“ დამხობისა (დნ. 8:11) და საწმინდრის შებღალვის (დნ. 11:31) შესახებ, როგორც ჩანს, ღვთის დიდებულ ტაძარში სულითცხებულთა მღვდელმსახურების შემაფერხებელ მოვლენებზე მიუთითებს.

ქრისტიანული კრება, ანუ ქრისტეს სხეული, არის ტაძარი, იგივე საწმინდარი, სადაც ღმერთი მკვიდრობს სულით (1კრ. 3:17; ეფ. 2:21, 22; 1პტ. 2:5, 9; იხ. ᲢᲐᲫᲐᲠᲘ [ცხებული ქრისტიანებით ნაშენები ტაძარი]).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება