სეგუბი
[ამაღლებული, დაცული].
1. იუდასტომელი ხეცრონის ვაჟი და იაირის მამა (1მტ. 2:21, 22).
2. ბეთელელი ხიელის უმცროსი ვაჟი. იესო ნავეს ძის წყევლისამებრ სეგუბი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მამამისმა მეფე ახაბის მმართველობის დროს იერიხონი აღადგინა (იეს. 6:26; 1მფ. 16:34).