შეთი
[დანიშნული, დაყენებული, დადგენილი]
ადამისა და ევას ვაჟი, რომელიც ადამს 130 წლის ასაკში გაუჩნდა. ევამ მას შეთი დაარქვა და თქვა: „ღმერთმა სხვა შთამომავალი მომცა აბელის ნაცვლად, რადგან კაენმა მოკლა იგი“. შეთი, შესაძლოა, არ იყო ადამისა და ევას მესამე შვილი. დაბადების 5:4-ის თანახმად, ადამს ჰყავდა „ვაჟები და ასულები“, რომელთაგან ზოგი, შესაძლოა, შეთამდე დაიბადა. შეთი ყურადღებას იმსახურებს, რადგან ნოე, და შესაბამისად მთელი კაცობრიობა, მისი შთამომავალია და არა მკვლელი კაენისა. 105 წლის ასაკში შეთს შეეძინა ენოში. შეთი 912 წლისა მოკვდა (ძვ. წ. 3896—2984) (დბ. 4:17, 25, 26; 5:3—8; 1მტ. 1:1—4; ლკ. 3:38).