საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შაფანი“
  • შაფანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შაფანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იცნობთ შაფანსა და მის ოჯახს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • ახიკამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხილკია [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აცალია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შაფანი“

შაფანი

[დამანი]

აცალიას ვაჟი, სამეფო კარის მწერალი. ძვ. წ. 642 წელს მეფე იოშიამ შაფანი ორ სხვა მოხელესთან ერთად გაგზავნა მღვდელმთავარ ხილკიასთან ტაძრის შეკეთების შესახებ მითითებების გადასაცემად. მღვდელმთავარმა შაფანს ტაძარში ნაპოვნი კანონის წიგნი გადასცა, რომელიც, სავარაუდოდ, კანონის დედანი იყო. როგორც კი მეფე იოშიამ მოისმინა ის სიტყვები, რომლებიც შაფანმა კანონის წიგნიდან ამოუკითხა, მან შაფანი თავის ვაჟთან, ახიკამთან და სხვებთან ერთად გაგზავნა იმის გასარკვევად, თუ რას უპირებდა იეჰოვა იუდას. ისინი წინასწარმეტყველ ხულდასთან მივიდნენ და მეფეს ასეთი პასუხი მიუტანეს — იეჰოვას წინასწარმეტყველებისამებრ იუდა განადგურდებოდა, მაგრამ არა იოშიას მეფობის დროს (2მფ. 22:3—20; 2მტ. 34:8—28).

შაფანის ვაჟები — ახიკამი (იერ. 26:24), ელაშა (იერ. 29:1—3) და გემარია (იერ. 36:10—12, 25), როგორც ჩანს, მამასავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთგულები იყვნენ, რასაც ვერ ვიტყვით იააზანიაზე (ეზკ. 8:10, 11). შაფანის შვილიშვილი, გედალია ღვთისმოშიში კაცი იყო, რომელიც იერუსალიმის დაცემის შემდეგ დაინიშნა ზედამხედველად (2მფ. 25:22; იერ. 39:14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება