საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შებნა“
  • შებნა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შებნა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უფლებამოსილების დაკარგვა მოჰყვება
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • ელიაკიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ორგულობის შედეგები
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
  • აღმზრდელობითი ზომები ღვთის სიყვარულზე მეტყველებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შებნა“

შებნა

[შესაძლოა შებანიას შემოკლებული ფორმა]

მეფე ხიზკიას სამეფო კარის მოხელე. ერთ დროს შებნა სახლს (სავარაუდოდ, ხიზკიას სასახლეს) განაგებდა, რაც საკმაოდ დიდ თანამდებობად ითვლებოდა. მაგრამ იეჰოვას ბრძანებით ესაიამ გაკიცხა შებნა და უწინასწარმეტყველა, რომ მას გადააგდებდნენ მისი ადგილიდან. სავარაუდოდ, ამის მიზეზი შებნას სიამაყე და პატივმოყვარეობა იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მან თავისთვის დიდებული სამარხი გამოკვეთა. მისი გრძელი სამოსელი, სარტყელი და სამფლობელო „დავითის სახლის გასაღებთან“ ერთად ღვთის მსახურ ელიაკიმს გადაეცა (ეს. 22:15—24).

აღსანიშნავია, რომ შებნას ძალაუფლება მთლიანად არ დაუკარგავს. ძვ. წ. 732 წელს, როცა სინახერიბი იერუსალიმს ემუქრებოდა, შებნა სამეფო კარის მწერლის მოვალეობას ასრულებდა. იმ დროს სახლთუხუცესს ელიაკიმთან და მემატიანესთან ერთად შებნა რაბშაკესთან მოსალაპარაკებლად გაგზავნეს. ისინი ტანსაცმელშემოხეულები დაბრუნდნენ ხიზკიასთან და რაბშაკეს სიტყვები ამცნეს, რის შემდეგაც მეფემ ისინი ესაიასთან გაგზავნა იეჰოვასთვის ამბის გამოსაკითხად (2მფ. 18:18—19:7; ეს. 36:3—37:7).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება