შებუელი
[ის დაუბრუნდა ღმერთს; ტყვე ღვთისა]
ბიბლიაში ორ კაცს ეწოდება შებუელი. ისინი შუბაელადაც მოიხსენიებიან.
1. ლევიანი, მოსეს ვაჟის, გერშომის ვაჟი ან შთამომავალი (1მტ. 23:15, 16). დავითის მიერ ლევიანების მოვალეობების გადანაწილებისას შებუელის (შუბაელი) საგვარეულოს (1მტ. 24:20, 30ბ, 31) საწყობების მეთვალყურეობა დაევალა (1მტ. 26:24).
2. ჰემანის ერთ-ერთი ვაჟი, დახელოვნებული მუსიკოსი, რომელიც წილისყრით იქნა არჩეული საწმინდარში მომსახურე ლევიან მუსიკოსთა მე-13 ჯგუფის თავკაცად (1მტ. 25:4, 6, 9, 20).